გიწვევთ Belle Maison - ში Louis Poulsen-ის საკულტო სანათების სამყაროს აღმოსაჩენად. ჩვენთან შოურუმში შესაძლებელია ადგილზე დაათვალიეროთ დიზაინერული სანათების უნიკალური კოლექციები და შეარჩიოთ სასურველი სანათი თქვენი ინტერიერისთვის. Louis Poulsen-ის სანათების მრავალფეროვანი არჩევანი ხელმისაწვდომია მარაგში.
Louis Poulsen - ბრენდი, რომლის 150-წლიანი მემკვიდრეობა სინათლისა და დიზაინის სრულყოფილებას ასახავს. 1874 წლიდან Louis Poulsen ქმნის სანათებს, რომლებიც არა მხოლოდ ანათებენ სივრცეს, არამედ მის უნიკალურ ხასიათსაც განსაზღვრავენ. სკანდინავიურ დიზაინზე დაფუძნებული თითოეული ნამუშევარი შექმნილია სივრცის გნსხვავებულად აღქმისა და ადამიანისთვის კომფორტული, ჰარმონიული გარემოს შესაქმნელად, სადაც სინათლე ისეთივე მნიშვნელოვანი ელემენტია, როგორც თავად დიზაინი.
Louis Poulsen-ის იდენტობა და საკულტო კოლექციები დაკავშირებულია ისეთ ლეგენდარულ დიზაინერებთან, როგორცაა: Poul Henningsen, Arne Jacobsen, Verner Panton, Anne Boysen, Vilhelm Lauritzen, GamFratesi, Gabriel Tan, Finn Juhl, Jakob Lange, Olafur Eliasson, Mads Odgård, Christian Flindt, Nendo - Oki Sato, Alfred Homann, Clara von Zweigberg, Peter Bysted, Øivind Slaatto, Louise Campbell, Shoichi Uchiyama, Vilhelm Wohlert, Anu Moser