ბელ მეზონის ორგანიზებით, ქართველმა დიზაინერებმა და არქიტექტორებმა იტალიის ქალაქ მილანში მდებარე Gessi-ის შოურუმი და საწარმო მოინახულეს.
ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ Gessi-ის ბრენდის ფილოსოფიას, დიზაინის ხედვასა და 2026 წლის სრულიად ახალი კონცეფციას - Haute Culture.
Haute Culture - ეს ცხოვრების ახალი კულტურაა, სადაც ესთეტიკა, კეთილდღეობა და ყოველდღიური გამოცდილება ერთიანდება. ამ ფილოსოფიის ცენტრში დგას Casa Gessi Haute Culture - უნიკალური სივრცე, რომელიც სრულყოფილების, სილამაზისა და ცხოვრების ხარისხის ახალ აღქმას ქმნის. სწორედ ეს სივრცე მოინახულეს დიზაინერებმა და არქიტექტორებმა. აქ დრო სილამაზედ გარდაიქმნება, ხოლო საცხოვრებელი გარემო ადამიანის იდენტობისა და პირადი ღირებულებების გამოხატულებად იქცევა.
ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო Gessi-ის საწარმოს დათვალიერება, სადაც სტუმრებმა ახლოდან იხილეს პროდუქციის შექმნის პროცესი, გაეცნენ წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებსა და იმ ინოვაციურ მიდგომებს, რომლებიც Gessi-ს მსოფლიო დიზაინის ერთ-ერთ წამყვან ბრენდად აქცევს.
ვიზიტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო ქართველი პროფესიონალებისთვის, გაცნობოდნენ საერთაშორისო გამოცდილებას და მიეღოთ ახალი ცოდნა, რომელიც მათ სამომავლო პროექტებში თანამედროვე და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვაში დაეხმარება.
86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო
Tel: +995 32 220 13 13
ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00