ქართველი დიზაინერებისა და არქიტექტორების ვიზიტი Antonio Lupi - ში,იტალიაში. 1

ქართველი დიზაინერებისა და არქიტექტორების ვიზიტი Antonio Lupi - ში,იტალიაში.

Scroll Down

ქართველი დიზაინერებისა და არქიტექტორების ვიზიტი Antonio Lupi - ში,იტალიაში.

ბელ მეზონის ორგანიზებით, ქართველმა დიზაინერებმა და არქიტექტორებმა იტალიაში, ტოსკანას რეგიონში მდებარე Antonio Lupi-ის შოურუმი და ქარხანა მოინახულეს. 

ვიზიტის ფარგლებში დიზაინერებმა დეტალურად დაათვალიერეს საწარმოო პროცესი და გაეცნენ იმ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც ბრენდს საშუალებას აძლევს შექმნას მაღალი ხარისხის, ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული სააბაზანო გადაწყვეტილებები. ასევე გაეცნენ antoniolupi-ის კონცეპტუალურ ხედვას “DOMUS_antoniolupi”, რომლის მიხედვითაც "ყველა ოთახი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ცხოვრების ხარისხი სივრცის მთლიანობითა და ჰარმონიით განისაზღვრება".

ბრენდის ფილოსოფიაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება საცხოვრებელი სივრცეების ინტეგრირებული მიდგომა, სადაც მისაღები, საძინებელი და სააბაზანო ზონებს შორის საზღვრები ნელ-ნელა იშლება. ეს მოითხოვს დიზაინერულ ხედვას, რომელიც აერთიანებს ფუნქციურობას, მასალებსა და ემოციას ერთ მთლიან სივრცულ გამოცდილებად.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2026 წლის ახალ კოლექციებსა და დიზაინერულ მიმართულებებს, რომლებიც მოიცავს თანამედროვე მინიმალისტურ ფორმებს, ინოვაციურ ტექსტურებსა და პერსონალიზებულ გადაწყვეტილებებს ინტერიერის სივრცეებისთვის.

ვიზიტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო ქართველი პროფესიონალებისთვის, გაცნობოდნენ საერთაშორისო გამოცდილებას და მიეღოთ ახალი ცოდნა, რომელიც მათ სამომავლო პროექტებში თანამედროვე და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვაში დაეხმარება. 

გვეწვიეთ შოურუმში

86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო

სამუშაო საათები

ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00