ბელ მეზონის ორგანიზებით, ქართველმა დიზაინერებმა და არქიტექტორებმა Iris Ceramica Group-ის შოურუმები და ქარხანა მოინახულეს, რომელიც იტალიის ქალაქ კასტელარანოში მდებარეობს.
ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებმა დაათვალიერეს Fiandre, Ariostea, FMG, Iris Ceramica და SapienStone-ის შოურუმები, სადაც ახლოდან გაეცნენ წარმოების სრულ პროცესს, ინოვაციურ ტექნოლოგიებს: Alchimia, Hypertouch, Moonlight, Active Surfaces, DYS, 4D Ceramics და 2026 წლის სიახლეებს.
ტურის განმავლობაში სტუმრებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ბრენდების განვითარების ისტორიაზე, თანამედროვე წარმოების მეთოდებზე, ეკოლოგიურად პასუხისმგებელ მიდგომებსა და იმ ინოვაციებზე, რომლებიც დღეს მსოფლიო არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის ტენდენციებს განსაზღვრავს.
ვიზიტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო ქართველი პროფესიონალებისთვის, გაცნობოდნენ საერთაშორისო გამოცდილებას და მიეღოთ ახალი ცოდნა, რომელიც მათ სამომავლო პროექტებში თანამედროვე და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვაში დაეხმარება.