დიზაინი
საბა ნანავა

დიზაინერ საბა ნანავას მიერ შექმნილი კერძო საცხოვრებელი სივრცე კრწანისში - მინიმალიზმი და კონტრასტი, ფუნქცია და ესთეტიკა ერთ სივრცეში.
პროექტის კონცეფცია აგებულია ბალანსზე - ესთეტიკასა და ყოველდღიურ კომფორტს შორის. სივრცეში გამოყენებული თითოეული ელემენტი არა მხოლოდ ვიზუალურ მთლიანობას ქმნის, არამედ მაქსიმალურად პასუხობს თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს. ნეიტრალური ფერების, განსხვავებული მასალებისა და განათების კომბინაცია ინტერიერს სიღრმესა და ინდივიდუალურ ხასიათს სძენს.
პროექტში გამოყენებულია: ავეჯი - Flexform, Flou, Bonaldo, Arketipo; განათება - Louis Poulsen; სამზარეულო - Scavolini; პარკეტი - Scheucher; კერამიკული ფილა - Fiandre, Sapienstone; სანტექნიკა - Gessi, Villeroy & Boch, Viega; გათბობა - Zehnder.
86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო
Tel: +995 32 220 13 13
ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00