Sapienstone წარმოადგენს Iris Ceramica Group-ის ბრენდს, რომელიც დიდი ფორმატის კერამიკის ფილებზე მუშაობს. ოსტატობისა და ტექნოლოგიური სიახლეების კავშირი ინტერიერის დიზაინის საფუძველია. ზედაპირები ხელმისაწვდომია 160x320 სმ ფორმატში, 12 და 20 მმ-იანი სისქით, რაც გამოიყენება სამზარეულოს ზედაპირებისა და ავეჯის მოსაპირკეთებლად. „Dress Code“ ხაზი კი ალტერნატიულ ზომებსა და სისქეებს ითვალისწინებს ინდივიდუალური გადაწყვეტილებებისთვის.
Pietra Grey - არის კერამიკული ფილა, რომელიც სამზარეულოს ზედაპირებისთვის (ტოპებისთვის) გამოიყენება. მისი დიზაინის კონცეფცია მუქი, ინტენსიური ფონისა და თეთრი, გრაფიკული ვენების კონტრასტზეა აგებული, რაც სივრცეს ვიზუალურ დინამიკასა და არქიტექტურულ სიღრმეს მატებს. ეს არის ზედაპირი, რომელიც არ საჭიროებს ზედმეტ დეკორს - მისი ესთეტიკა ტონალობის მონოლითურობასა და ხაზების დრამატულობაში მდგომარეობს.
Natural (ბუნებრივი) ზედაპირის დაფარვა აქცენტს მასალის პირველად, მატერიალურ ხასიათზე აკეთებს. მატი, ნაკლებად პრიალა ზედაპირი ხაზს უსვამს ქვის ორგანულ ტექსტურას, რაც კერამიკულ ფილას ვიზუალურად მშვიდს, ტაქტილურად სასიამოვნოსა და ყოველდღიური გამოყენებისთვის პრაქტიკულს ხდის.
შეინარჩუნეთ თქვენი სივრცის პირვანდელი იერი წლების განმავლობაში ამ გამძლე და ანტიბაქტერიული ფილებით. ზედაპირი არ ლაქავდება, არ იკაწრება და არ ხუნდება მზეზე, რაც მის მაღალ ხარისხზე მიუთითებს. მასალა არის ნატურალური, ეკოლოგიურად უსაფრთხო და მავნე დანამატებისგან თავისუფალი.
86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო
Tel: +995 32 220 13 13
ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00