DARK MARQUINA silky 1

DARK MARQUINA silky

Scroll Down
DARK MARQUINA silky 2
DARK MARQUINA silky 3
KITCHEN COUNTERTOPS EFFECT MARBLE - DARK MARQUINA

DARK MARQUINA

MARBLE EFFECT

Sapienstone Iris Ceramica Group-ის ბრენდია, რომელიც დიდი ფორმატის კერამიკულ მასალებზე მუშაობს. ტრადიციული ხედვისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ერთობლიობა ქმნის უნიკალურ ზედაპირებს ინტერიერისთვის. ძირითადი ფორმატია 160x320 სმ (12 და 20 მმ სისქით), რაც მათ სამზარეულოს ზედაპირებისა და ავეჯისთვის ხდის გამოსადეგს. ხოლო „Dress Code“ კოლექციები უზრუნველყოფს ალტერნატიულ ფორმატებს ინდივიდუალური დიზაინერული გადაწყვეტილებებისთვის.

Dark Marquina შავი მარმარილოს კლასიკური ესთეტიკის სიმბოლოა. მისი ვიზუალური კონცეფცია ეფუძნება ღრმა, ინტენსიურ შავ ბაზასა და მკვეთრ, თეთრ ვენებს შორის არსებულ არქიტექტურულ კონტრასტს. ეს არის სამზარეულოს ზედაპირი, რომელიც სივრცეში დახვეწილობასა და მონოლითურ სიმყარეს ქმნის, რაც მას ინტერიერის დომინანტ ელემენტად აქცევს.

საერთაშორისო დონეზე აღიარებული ეს დიზაინი ნებისმიერ პროექტს პრესტიჟს სძენს. იგი თანაბარი ოსტატობით ერგება როგორც მინიმალიზმს, ისე კლასიკურ გარემოს, სადაც ბრინჯაოს, ოქროსა და თბილი ხის აქცენტებთან სინთეზში სრულყოფილ, არისტოკრატულ ჰარმონიას ქმნის.

ანტიბაქტერიული ზედაპირი ფილებს განსაკუთრებულ გამძლეობას ანიჭებს: ის არ იკაწრება, არ ლაქავდება და თერმული ზემოქმედების მიმართ მედეგია. მზის სხივების პირობებში მასალა ფერს არ იცვლის, რაც ხანგრძლივი ექსპლუატაციის გარანტიაა. თითოეული ფილა ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხოა.

გვეწვიეთ შოურუმში

86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო

სამუშაო საათები

ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00