Iris Ceramica Group-ის ბრენდი Sapienstone ქმნის უნიკალურ, დიდი ფორმატის კერამიკულ ფილებს, სადაც ტრადიცია ინოვაციასთანაა შერწყმული. ეს სინთეზი განაპირობებს დიზაინს, რომელიც განსაზღვრავს ელეგანტურობას ნებისმიერ ინტერიერში. პროდუქციის ძირითადი ხაზი 160x320 სმ ზომითა და 12/20 მმ სისქითაა წარმოდგენილი - იდეალური პარამეტრები სამზარეულოს სამუშაო ზედაპირებისა და ინდივიდუალური დიზაინის შესაქმნელად. დამატებითი მოქნილობისთვის, „Dress Code“ სერია მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა ფორმატს, რაც ნებისმიერ შემოქმედებით მოთხოვნას პასუხობს.
Calacatta Statuario-ის ზედაპირის თბილ და ნათელ თეთრ ფონზე მუქი ვენები ბუნებრივად იშლება - ზოგან უფრო ფართო და გამოკვეთილია, ზოგან კი თხელი, დელიკატური ხაზები მათ მსუბუქად კვეთს და ტექსტურას ჰარმონიულ რიტმს აძლევს. სამზარეულოს ზედაპირი ბუნებრივი დასრულებით ამ დიზაინს კიდევ უფრო ავთენტურს ხდის, თითქოს ნატურალური ქვაა, რომლის სიღრმეც სინათლესთან ერთად უკეთ იკითხება.
სამზარეულოში ის იდეალურია მათთვის, ვისაც სურს ელეგანტური, მაგრამ არა - პრიალა იერი. ყოველდღიურ გამოყენებაში ის განსაკუთრებით კომფორტულია - ტექსტურა და ბუნებრივი ეფექტი კარგად ფარავს მცირე კვალს (წყლის წვეთებს, მსუბუქ ლაქებს/მტვერს) და ზედაპირი დიდხანს ინარჩუნებს მოწესრიგებულ იერს.
ფილების ანტიბაქტერიული ზედაპირი განსაკუთრებული მედეგობით გამოირჩევა: ის არ იკაწრება, არ ლაქავდება და უძლებს მაღალ ტემპერატურას. მასალა ინარჩუნებს პირვანდელ ფერს მზის სხივების ზემოქმედების დროსაც კი, რაც მის ხანგრძლივ ექსპლუატაციას განაპირობებს. ამასთან, ზედაპირი ეკოლოგიურად სუფთაა და არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს.
86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო
Tel: +995 32 220 13 13
ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00