CALACATTA MACCHIA VECCHIA silky 1

CALACATTA MACCHIA VECCHIA silky

Scroll Down
CALACATTA MACCHIA VECCHIA silky 2
CALACATTA MACCHIA VECCHIA silky 3

CALACATTA MACCHIA VECCHIA

MARBLE EFFECT

Sapienstone (Iris Ceramica Group-ის ბრენდი) სპეციალიზდება კერამიკის ექსკლუზიურ ზედაპირებზე, რომლებიც ტრადიციულ და თანამედროვე სტილს აერთიანებს. ეს არის დიზაინისა და ფუფუნების ახალი სტანდარტი ინტერიერში. სტანდარტული ზომები - 160x320 სმ და 12/20 მმ სისქე - იდეალურია სამზარეულოს ზედაპირებისა და ავეჯის მოსაპირკეთებლად. ხოლო „Dress Code“ კოლექცია გთავაზობთ დამატებით ფორმატებსა და სისქეებს, რაც კიდევ უფრო მეტ მოქნილობას უზრუნველყოფს.

Macchia Vecchia არის კერამიკული სამზარეულოს ზედაპირი მათთვის, ვინც ინტერიერში დეტალებსა და ხასიათს აფასებს. კრისტალურ ფონზე ბუნებრივად დატანილი ოქროსფერი ვენები სივრცეს ერთდროულად ანიჭებს სიმდიდრის შეგრძნებასა და სითბოს. მასალის ვიზუალის მსუბუქი შრეები კერამიკულ ფილას განსაკუთრებულ არქიტექტურულ ავთენტურობას სძენს.

Silky (აბრეშუმისებრი) ზედაპირის დაფარვა უფრო რბილ, თანამედროვე და „მშვიდ“ ელეგანტურობას სძენს მასალას. მისი ნაზი ბზინვარება იდეალურია ყოველდღიური კომფორტისთვის, სადაც ესთეტიკა და ფუნქციურობა დაბალანსებულია.

გამორჩეული გამძლეობა და დახვეწილი ვიზუალი ამ ანტიბაქტერიული ფილების მთავარი ნიშაა - ზედაპირი არ ლაქავდება, არ იკაწრება და თერმულად მედეგია. მზის სხივების მიმართ მდგრადობა ფერის მუდმივობას უზრუნველყოფს, ხოლო ნატურალური, ეკოლოგიურად უსაფრთხო შემადგენლობა მის მაღალ სტანდარტს ადასტურებს.

გვეწვიეთ შოურუმში

86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო

სამუშაო საათები

ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00