FIOR DI VIOLA 4D cashmere 1

FIOR DI VIOLA 4D cashmere

Scroll Down
FIOR DI VIOLA 4D cashmere 2
FIOR DI VIOLA 4D cashmere 3
FIOR DI VIOLA 4D cashmere brand logo

Sapienstone წარმოადგენს Iris Ceramica Group-ის ექსკლუზიურ ხაზს, რომელიც დიდი ზომის კერამიკის ფილებზეა ფოკუსირებული. ხელოსნური გამოცდილებისა და ინოვაციების შერწყმა საფუძვლად უდევს ვიზუალს, რომელიც ინტერიერში ახალ სტანდარტებს აწესებს. ზედაპირები ხელმისაწვდომია 160x320 სმ ზომითა და 12/20 მმ სისქით - ეს პარამეტრები ოპტიმალურია სამზარეულოს კუნძულებისა და ავეჯის პანელებისთვის. სპეციფიკური მოთხოვნებისთვის კი „Dress Code“ სერია ალტერნატიულ ფორმატებსა და სისქეებს ითვალისწინებს.

Fior di Viola ინტერიერის დიზაინში გამორჩეული, დრამატული აქცენტებისთვის შექმნილი სამზარეულოს ზედაპირია. რბილი სპილოსძვლისფერი ფონისა და ინტენსიური ბორდოსფერი ვენების კონტრასტი ზედაპირს გამორჩეულ გრაფიკას სძენს, რაც ნებისმიერ სივრცეს განსაკუთრებულ ხასიათს ანიჭებს.

კერამიკული ფილის უნიკალურობას განაპირობებს 4D ტექნოლოგია, რომლის წყალობითაც დიზაინი და სტრუქტურა პროდუქტის მთელ სისქეში ნაწილდება. ეს უზრუნველყოფს ვიზუალურ მთლიანობასა და უწყვეტობას ჭრილებსა თუ კუთხეებზე, რაც მასალას არა უბრალოდ საფარად, არამედ სრულფასოვან მონოლითურ ობიექტად აქცევს.

ვიზუალური ესთეტიკა და პრაქტიკულობა აქ იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. ანტიბაქტერიული ფენით დაცული ზედაპირი მდგრადია ნებისმიერი დაზიანების მიმართ - ის არ იკაწრება და არ ლაქავდება. მზის სხივების ზემოქმედება ვერ აფერმკრთალებს მის ფერს, ხოლო სრულიად ნატურალური და უსაფრთხო შემადგენლობა მას ნებისმიერი სივრცისთვის საუკეთესო არჩევნად აქცევს.

გვეწვიეთ შოურუმში

86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო

სამუშაო საათები

ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00