Sapienstone Iris Ceramica Group-ის ბრენდია, რომელიც დიდი ფორმატის კერამიკულ ზედაპირებზე სპეციალიზდება. ხელოსნობის ტრადიციებისა და ტექნოლოგიების შერწყმით იქმნება პროდუქტი, რომელიც თანამედროვე და დახვეწილ ინტერიერის დიზაინს ქმნის. კერამიკული ზედაპირები ხელმისაწვდომია 160x320 სმ ფორმატში, 12 და 20 მმ სისქით, რაც მათ სამზარეულოს ზედაპირებისა და ავეჯის მოსაპირკეთებლად ხდის იდეალურ მასალად. „Dress Code“ კოლექციები კი დამატებით ფორმატებსა და სისქეებს გთავაზობთ განსხვავებული პროექტებისთვის.
Calacatta Statuario Silky - ეს სამზარეულოს ზედაპირი შექმნილია იმისთვის, რომ სივრცეში სისუფთავე და სინათლე კიდევ უფრო გააძლიეროს. თბილ თეთრ ფონზე მუქი მეტალისებრი ვენები მოძრაობს - ფართო, მკვეთრი გადასვლები და თხელი, გრაფიკული ხაზები ერთმანეთს კვეთს და ქმნის დინამიკურ, მაგრამ დაბალანსებულ კომპოზიციას. Silky ფინიში ამ კერამიკულ ფილას აძლევს „აბრეშუმივით“ რბილი შეხების ეფექტს და მსუბუქ, ელეგანტურ ბზინვარებას.
ფილების ანტიბაქტერიული და ადვილად მოსავლელი ზედაპირი გამოირჩევა განსაკუთრებული გამძლეობით, არ ლაქავდება, არ იცვლის ფერს მზის სხივების ზემოქმედების შედეგად, მდგრადია მაღალი ტემპერატურის მიმართ, არ იკაწრება და ინარჩუნებს პირვანდელ იერსაცეს წლების მანძილზე. გარდა ამისა, მასალა არის ეკოლოგიურად სუფთა და არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველ ნივთიერებებს.
86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო
Tel: +995 32 220 13 13
ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00