CALACATTA STATUARIO polished 1

CALACATTA STATUARIO polished

Scroll Down
CALACATTA STATUARIO polished 2
CALACATTA STATUARIO polished 3
CALACATTA STATUARIO polished brand logo

Sapienstone წარმოადგენს Iris Ceramica Group-ის ექსკლუზიურ ბრენდს, რომელიც სპეციალიზებულია დიდი ფორმატის კერამიკის ფილებში. აქ ტრადიციული ოსტატობა და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები ქმნის ვიზუალს, რომელიც ინტერიერში ელეგანტურობის გაგებას ცვლის. ზედაპირები ძირითადად ხელმისაწვდომია 160x320 სმ ფორმატში, 12 და 20 მმ-იანი სისქით, რაც მათ სრულყოფილს ხდის სამზარეულოს ზედაპირებისთვის, კუნძულებისა თუ ავეჯის მოსაპირკეთებლად. ხოლო „Dress Code“ კოლექციები გვთავაზობს ალტერნატიულ ზომებსა და სისქეებს ინდივიდუალური დიზაინერული გადაწყვეტილებებისთვის.

CALACATTA STATUARIO - ეს სამზარეულოს ზედაპირი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს სუფთა, ნათელი ბაზა. თბილ, მკაფიო თეთრ ფონზე მუქი ნაცრისფერი ვენები ტექსტურას ხასიათს აძლევს: ზოგ მონაკვეთში ხაზები უფრო მკვეთრად და ფართოდ იკვეთება, ზოგან კი თხელი, თითქმის გრაფიკული შტრიხები მათ დელიკატურად კვეთს. შედეგად მიიღება ზედაპირი, რომელიც ელეგანტურია, მაგრამ არ არის ცივი, და ერთნაირად კარგად ეწყობა  განსხვავებული კონცეფციის ინტერიერს.

ეს ფაქტურა პრაქტიკულადაც კომფორტულია. ის იდეალურად მუშაობს სამზარეულოს  კუნძულზე, სამუშაო სივრცეზე, ასევე უკანა პანელად ერთიან კომპოზიციაში - განსაკუთრებით მაშინ, როცა გსურთ ერთიანი ზედაპირის ეფექტი.

ეს ფილები გამოირჩევა მტკიცე ანტიბაქტერიული ფენით, რომელიც არ იკეთებს ლაქებს, არ იკაწრება და უძლებს მაღალ ტემპერატურას. მზის სხივების ზემოქმედების ქვეშაც მასალა ინარჩუნებს პირვანდელ ელფერს ხანგრძლივი დროით. მასალა ეკოლოგიურად სუფთაა და ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა.

გვეწვიეთ შოურუმში

86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო

სამუშაო საათები

ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00