4D KUROCA cashmere 1

4D KUROCA cashmere

Scroll Down
4D KUROCA cashmere 2
4D KUROCA cashmere 3
4D KUROCA cashmere brand logo

Iris Ceramica Group-ის ბრენდი Sapienstone გთავაზობთ ექსკლუზიურ, დიდი ფორმატის კერამიკულ ზედაპირებს, რომლებიც ინდივიდუალიზმისა და ხარისხის სიმბოლოა ინტერიერში. სწორედ ამ ტრადიციული და თანამედროვე ელემენტების სინთეზით იქმნება მდგრადი პროდუქტი. 160x320 სმ ფორმატი და 12/20 მმ სისქე სპეციალურად შექმნილია სამზარეულოს ზედაპირებისა და ავეჯის ფასადებისთვის. ხოლო „Dress Code“ სერია უზრუნველყოფს ფორმატების დამატებით არჩევანს, რაც დიზაინის უნიკალურობას უსვამს ხაზს.

Kuroca 4D წარმოადგენს ბუნებრივი ესთეტიკისა და თანამედროვე არქიტექტურული ფორმების სამზარეულოს ზედაპირს. მისი დიზაინი გამოირჩევა ხაზოვანი სტრუქტურით, სადაც ვენების დინამიკა ყავისფერი ტონებიდან ნაცრისფერის მრავალფეროვან გრადაციაში გადადის.  სკულპტურული შრეები ზედაპირს განსაკუთრებულ ვიზუალურ სიღრმეს ანიჭებს.

მოდელის მთავარი უპირატესობა 4D (Full Body) ტექნოლოგიაა - დიზაინისა და სტრუქტურის მთლიანობა შენარჩუნებულია მასალის მთელ სისქეში. ეს უზრუნველყოფს უნაკლო ვიზუალურ გადასვლებს კუთხეებსა და ჭრილებზე, რაც Kuroca 4D-ს აქცევს არა უბრალოდ ზედაპირად, არამედ მონოლითურ, პრემიუმ ხარისხის ობიექტად.

ინოვაციური ანტიბაქტერიული ფენა ამ ფილებს განსაკუთრებულ გამძლეობას ანიჭებს - მასალა არ იკაწრება, არ ლაქავდება და თერმული ზემოქმედების მიმართ მედეგია. ულტრაიისფერი სხივებისადმი მდგრადობა უზრუნველყოფს ფერის მუდმივობას წლების მანძილზე, ხოლო მისი ეკოლოგიური შემადგენლობა უსაფრთხოების გარანტიაა.

 1
 2
 3

გვეწვიეთ შოურუმში

86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო

სამუშაო საათები

ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00