4D JATOBA Brown lapped 1

4D JATOBA Brown lapped

Scroll Down
4D JATOBA Brown lapped 2
4D JATOBA Brown lapped 3
4D JATOBA Brown lapped brand logo

დიდი ფორმატის კერამიკული ზედაპირების მწარმოებელი Sapienstone Iris Ceramica Group-ის ნაწილია. ბრენდი აერთიანებს ტრადიციასა და ტექნოლოგიურ მიღწევებს, რაც ინტერიერის აღქმას ცვლის. პროდუქცია წარმოდგენილია 160x320 სმ ფორმატში, 12 და 20 მმ სისქით, რაც მათ სამზარეულოს სამუშაო ზედაპირებისა და ავეჯისთვის ხდის იდეალურს. ხოლო „Dress Code“ კოლექცია უზრუნველყოფს ფორმატების მრავალფეროვნებას განსხვავებული დიზაინერული გადაწყვეტილებებისთვის.

Jatoba Brown - ეს სამზარეულოს ზედაპირი ინტერიერში სიმდიდრის განცდას ქმნის. მისი ბაზა ინტენსიური ნაცრისფერისა და ყავისფერი ნიუანსების დახვეწილი სინთეზია, რასაც თბილ კონტრასტს სძენს ოქროსფერი ვენების ტალღოვანი დინამიკა. ხაზების ცვალებადობა კერამიკულ ფილას ბუნებრივ მოძრაობასა და არქიტექტურულ სიღრმეს ანიჭებს.

პროდუქტის უმთავრესი ღირსება Full Body ტექნოლოგიაა: დიზაინი და სტრუქტურა არა მხოლოდ ზედაპირზეა დატანილი, არამედ ინტეგრირებულია მასალის მთელ სისქეში. ეს უზრუნველყოფს ვიზუალურ მთლიანობას ჭრილებსა და კუთხეებზე, რაც მასალას სრულფასოვან მონოლითურ ობიექტად აქცევს. 

იდეალური ზედაპირი მათთვის, ვისაც სურს სიმარტივე მოვლაში და საიმედოობა ექსპლუატაციაში. ანტიბაქტერიული ფილები არ იკაწრება, არ ლაქავდება და არ ზიანდება მაღალ ტემპერატურაზე. მზის სხივების მიმართ მდგრადობა უზრუნველყოფს ფერის მუდმივობას, ხოლო ეკოლოგიური სისუფთავე - თქვენი ოჯახის უსაფრთხოებას.

 1
 2
 3

გვეწვიეთ შოურუმში

86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო

სამუშაო საათები

ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00