NOIR INTENSO natural 1

NOIR INTENSO natural

Scroll Down
NOIR INTENSO natural 2
NOIR INTENSO natural 3

NOIR INTENSO

BETON / RESIN

Iris Ceramica Group-ის ბრენდი Sapienstone აწარმოებს დიდი ფორმატის კერამიკულ ზედაპირებს. ტრადიციისა და თანამედროვეობის სინთეზით იქმნება პროდუქტი, რომელიც ინტერიერში ელეგანტურობას განსაზღვრავს. ზედაპირები ხელმისაწვდომია 160x320 სმ ფორმატში, 12 და 20 მმ-იანი სისქით, რაც მათ სამზარეულოს ზედაპირებისა და ავეჯისთვის ხდის გამოსაყენებელს. „Dress Code“ კოლექციები კი დამატებით ზომებსა და სისქეებს გვთავაზობთ ინდივიდუალური საჭიროებებისთვის.

Noir Intenso არის ღრმა, ინტენსიური შავი ტონალობის სამზარეულოს ზედაპირი, რომელიც ინტერიერში ელეგანტურობის განცდას ქმნის. მისი ვიზუალური კონცეფცია ეფუძნება ფაქიზ ტექსტურას, რაც მასალას არქიტექტურულ სიღრმეს სძენს.

მოდელი გამოირჩევა განსაკუთრებული უნივერსალურობით: იგი მკვეთრ, გრაფიკულ კონტრასტს ქმნის ნათელ პალიტრასთან, თბილ ხესთან - მყუდროებას, ხოლო მეტალთან და მინასთან სინთეზში თანამედროვე მინიმალიზმის სიმბოლოდ იქცევა. Noir Intenso არის არჩევანი მათთვის, ვინც ეძებს დახვეწილ ესთეტიკას, რომელიც დროსა და ცვალებად ტენდენციებზე მაღლა დგას.

ეს ფილები გამოირჩევა ანტიბაქტერიული ზედაპირით, რომელიც არ ლაქავდება, არ იკაწრება და უძლებს მაღალ ტემპერატურას. მზის სხივების მიმართ მდგრადობის წყალობით, მასალა პირვანდელ იერს წლების მანძილზე ინარჩუნებს. პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა და სრულიად უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

გვეწვიეთ შოურუმში

86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო

სამუშაო საათები

ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00