OAK PERLA NATUR WOODFLOR არის მუხის პარკეტი მათთვის, ვინც ინტერიერში ნათელ, სუფთა და მშვიდ ფონს ეძებს. Perla არის რბილი, ოდნავ გათეთრებული ტონი, რომელიც ინარჩუნებს მუხის ბუნებრივ ტექსტურას, მაგრამ სივრცეს უფრო ჰაეროვან ხდის – იდეალურად ერწყმის როგორც ღია ფერის, ისე მუქ ავეჯს.
NATUR შერჩევა ნიშნავს, რომ დაფებზე მინიმალური კვანძებია და ფერის ვარიაციაც რბილია, ამიტომ იატაკი დახვეწილი და ელეგანტურია, მაგრამ არა ცივი. VALLETTA ზედაპირი მსუბუქად გახეხილია და ხავერდოვნად არის დამუშავებული, ოთხივე გვერდზე დამუშავებული ფაზებით, რის გამოც თითოეული დაფა ინარჩუნებს ინდივიდუალურობას, იატაკი კი ტაქტილურადაც სასიამოვნოა.
WOODFLOR 3-ფენიანი კონსტრუქციაა 14 მმ სისქით, 140 მმ სიგანითა და 2200 მმ სიგრძით და უზრუნველყოფს სტაბილურობას. NOVOLOC® 5G სისტემის წყალობით კი შესაძლებელია როგორც ე.წ. მცურავი, ისე წებოთი მონტაჟი, თბილ იატაკთან სრული თავსებადობით.
86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო
Tel: +995 32 220 13 13
ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00