ავსტრიული Scheucher-ის კოლექცია OAK NATUR VALLETTA NATURA მათთვისაა, ვინც მუხის იატაკს ბუნებრივად, ყოველგვარი ფილტრების გარეშე ეძებს. NATURA ფერის დამუშავება პრაქტიკულად გამჭვირვალეა - არ ცვლის ტონს, უბრალოდ აძლიერებს ხის ნატურალურ ფერს და ტექსტურას, რომ მუხის ბოჭკოები და რგოლები განსაკუთრებულად მკაფიოდ იკითხებოდეს.
VALLETTA სტრუქტურა კი ნიშნავს, რომ პარკეტი არის გახეხილი, რბილი ბოჭკოები მოცილებულია და მხოლოდ მტკიცე წლიური რგოლები რჩება. ამიტომ იატაკი არა მხოლოდ ვიზუალურადაც უფრო ბუნებრივია, არამედ შეხებისასაც ძალიან სასიამოვნოა და ყოველდღიურ დატვირთვას ადვილად უმკლავდება .
14×182×2200 მმ ფორმატი, SEDA ზეთის/ცვილის საფარი და თბილი იატაკთან თავსებადობა OAK NATUR VALLETTA NATURA-ს უნივერსალურ პარკეტად აქცევს როგორც თანამედროვე, ისე კლასიკურ ინტერიერებში, სადაც მთავარია სისუფთავე, სიმარტივე და ნამდვილი მუხის სილამაზე, დამატებითი ეფექტების გარეშე.
86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო
Tel: +995 32 220 13 13
ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00