OAK NATUR VALLETTA DARK JURA

Scroll Down
OAK NATUR VALLETTA DARK JURA brand logo

OAK NATUR VALLETTA DARK JURA

OAK NATUR VALLETTA DARK JURA არის მუხის პარკეტი მათთვის, ვინც ინტერიერისთვის მშვიდ ფონს ეძებს. DARK JURA ფერი მუხის ზედაპირს ერთგვარ ქვის ეფექტს აძლევს – მუქი და ნაზი, ოდნავ ვერცხლისფერი ნიუანსები ლამაზად აჩენს ხის ბუნებრივ ბოჭკოებს და ოთახს უფრო არქიტექტურულ ხასიათს სძენს.

NATUR შერჩევა ინარჩუნებს მუხის ბუნებრივ ნაკვთებსა და ზომიერ კვანძებს.  VALLETTA სტრუქტურა გახეხილი ზედაპირია, ოთხივე გვერდზე დამუშავებული ფაზით – რბილი ბოჭკოები ამოღებულია და რჩება მკვეთრი წლიური რგოლები, რაც იატაკს უფრო ნატურალურ იერს, თვალისათვის კომფორტულ გადასვლას  ანიჭებს და მცირე ნაკაწრების ნაწილობრივ „დაფარვასაც“ უზრუნველყოფს.

მუხა ბუნებრივად გამორჩეულია სიმტკიცითა და მდგრადობით, კარგად უძლებს ტენიანობისა და ტემპერატურის ცვლილებას, ყოველდღიურ დატვირთვასა და მცირე დაზიანებებს, ამიტომ DARK JURA იდეალური არჩევანია მისაღებში, საძინებელში ან ღია გეგმარების სივრცეებში, სადაც მნიშვნელოვანია როგორც ესთეტიკა, ისე იატაკის გრძელვადიანი საიმედოობა.

გვეწვიეთ შოურუმში

86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო

სამუშაო საათები

ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00