OAK NATURA NATUR CHEVRON (60˚) არის კლასიკური მუხის პარკეტი ფრანგული „შევრონის“ ფორმით, რომელიც ინტერიერს ირიბი ხაზების ელეგანტურ დინამიკას სძენს. NATURA დაფარვა პრაქტიკულად გამჭვირვალეა - არ ცვლის ტონს, აძლიერებს მუხის ბუნებრივ ფერს და ბოჭკოს, ამიტომ იატაკი გამოიყურება, როოგრც იდეალურად დამუშავებული ნატურალური ხე.
NATUR შერჩევა ნიშნავს ზომიერ კვანძებსა და რბილ ფერის ვარიაციებს – ავთენტურ, „ცოცხალ“ იერს, ზედმეტი დაძველების ეფექტის გარეშე. Chevron 60° ნიმუში ქმნის კლასიკურ, ე.წ. პარიზულ ატმოსფეროს, რომელიც თანაბრად კარგად ერგება როგორც თანამედროვე მინიმალიზმს, ისე უფრო დეკორატიულ სივრცეებს.
MULTIflor 500 კონსტრუქცია 11×140×500 მმ ზომით კი უზრუნველყოფს თხელ, სტაბილურ პარკეტს, რომელიც იდეალურია თბილი იატაკისთვის და წლების განმავლობაში ინარჩუნებს ფორმას. OAK NATURA NATUR CHEVRON არის არჩევანი მათთვის, ვისაც უნდა მშვიდი, ნეიტრალური ფონის მქონე იატაკი ავსტრიული ხარისხითა და დახვეწილი ფორმით.
86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო
Tel: +995 32 220 13 13
ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00