OAK NATURA NATUR HERRINGBONE (90°) არის მუხის პარკეტი, რომელიც კლასიკურ „ჰერინგბონის“ ფორმას თანამედროვე ინტერიერთან იდეალურად ათავსებს. მუხა გამოირჩევა მაღალი სიმტკიცითა და სტაბილურობით, ამიტომ ასეთი იატაკი ათწლეულობით ინარჩუნებს ფორმასა და ვიზუალს, მიუხედავად ყოველდღიური დატვირთვისა.
NATURA ფერი პრაქტიკულად გამჭვირვალე დამუშავებაა, რომელიც არ ცვლის ხის ფერს, არამედ უსვამს ხაზს მუხის ბუნებრივ ტონს, ბოჭკოებსა და რგოლებს - იატაკი კი გამოიყურება ავთენტურად. NATUR შერჩევა ზომიერ კვანძებსა და რბილ ფერის ვარიაციებს ნიშნავს. შედეგად კი ვიღებთ ელეგანტურ ვიზუალს.
ჰერინგბონის 90° ნიმუში სივრცეს ძველ ევროპულ ხასიათს აძლევს, ამავე დროს ვიზუალურად მოცულობითს ხდის ოთახს და მატებს დინამიკას - განსაკუთრებით ლამაზად მუშაობს მისაღებში, სადარბაზოში თუ ღია გეგმარებებში. 11×70×500 მმ BILAflor ორფენიანი კონსტრუქცია და თბილ იატაკთან თავსებადობა OAK NATURA NATUR HERRINGBONE-ს სასურველ არჩევნად აქცევს როგორც კომერციული სივრცეებისთვის, ისე საცხოვრებლისთვის.
86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო
Tel: +995 32 220 13 13
ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00