დეკორატიული ფითხი RASATURA ALLA CALCE 1

დეკორატიული ფითხი RASATURA ALLA CALCE

Scroll Down
დეკორატიული ფითხი RASATURA ALLA CALCE brand logo

RASATURA ALLA CALCE

RASATURA ALLA CALCE არის ეკოლოგიურად სუფთა, კირზე დაფუძნებული უნივერსალური საღებავი, რომელიც გამოიყენება როგორც ექსტერიერში, ისე ინტერიერში. 

ის ზედაპირის გასწორებისა და სრულყოფილი საფუძვლის შესაქმნელად გამოიყენება. პროდუქტი ეფექტურად ავსებს მცირე დეფექტებს, ქმნის გლუვ, ერთგვაროვან ზედაპირს და უზრუნველყოფს დეკორატიული საფარის უნაკლო ვიზუალს.

დეკორატიული ფითხი კირისგან მზადდება და შეკუმშვის შედეგად არ იბზარება. ასევე, კედლის ბუნებრივ ორთქლგამტარობას სრულად ინარჩუნებს. პროდუქტი ხელმისაწვდომია სამი ფაქტურით: FINE (წვრილი), MEDIUM (საშუალო) და GROSSO (მსხვილი), რაც სხვადასხვა ტიპის ზედაპირზე სასურველი ეფექტის მიღწევის გარანტიაა.

RASATURA ALLA CALCE განსაკუთრებით რეკომენდებულია პრესტიჟული და ისტორიული მნიშვნელობის შენობების გარე ფასადებისთვის. იდეალურია ზედაპირებისთვის, სადაც აუცილებელია კედლის ბუნებრივი თვისებების შენარჩუნება და დეკორატიული საფარისთვის მყარი, გამძლე ბაზის მომზადება.

ფასადის საღებავი ფითხი ეფექტურად აფერხებს ობისა და ბაქტერიების განვითარებას. ის სრულიად უსაფრთხოა როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ისე გარემოსთვის.

პროდუქტი არ შეიცავს ტოქსიკურ გამხსნელებს, არომატულ ნაერთებს, ქლორიდებსა და ისეთ მძიმე მეტალებს, როგორიცაა ტყვია და ქრომი.

RASATURA ALLA CALCE-ის ძირითადი უპირატესობებია:

  • ზედაპირის ეფექტური გასწორება და მცირე დეფექტების შევსება;
  • ზედაპირთან ძლიერი მოჭიდება;
  • შეკუმშვის შედეგად ბზარების წარმოქმნისადმი მდგრადობა;
  • ორთქლგამტარობა;
  • ობისა და ბაქტერიების განვითარების პრევენცია;
  • ეკოლოგიურად უსაფრთხო შემადგენლობა;
  • ტოქსიკური გამხსნელებისა და მძიმე მეტალებისგან თავისუფალი ფორმულა;
  • სამი განსხვავებული ფაქტურის არჩევანი - FINE (წვრილი), MEDIUM (საშუალო) და GROSSO (მსხვილი).

Oikos იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც 1984 წლიდან ეკოლოგიურად სუფთა დეკორატიული საღებავებისა და ფითხების წარმოებაში საერთაშორისო აღიარებით სარგებლობს. ბრენდი იტალიური დეკორატიული ხელოვნების ტრადიციებს თანამედროვე ტექნოლოგიებთან აერთიანებს. შედეგად კი იქმნება პროდუქცია, რომელიც ლამაზი, გამძლე და ეკოლოგიურად სუფთაა. 

გვეწვიეთ შოურუმში

86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო

სამუშაო საათები

ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00