KAZAENE არის თანამედროვე დიზაინერული რადიატორი. მასში სილამაზე, ფუნქციურობა და გამძლეობა ერთიანდება.
ფართო, ბრტყელი ფოლადის მილები სხვადასსხვა სიბრტყეზე დიაგონალურადაა განლაგებული. სწორედ ასე შეიქმნა მრავალდონიანი, დინამიკური სტრუქტურა. ეს ვიზუალური გადაწყვეტა რადიატორს სკულპტურულ ხასიათს ანიჭებს და ინტერიერის ცენტრალურ ელემენტად აქცევს.
კონსტრუქციაში ვერტიკალური D-პროფილის დეტალები და დიაგონალური მილები ერთმანეთს ერწყმის.
დიზაინთან ერთად, KAZAENE-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი პრაქტიკულობაა. ასიმეტრიული და ღია სივრცეები საშუალებას იძლევა პირსახოცები მარტივად და კომფორტულად განთავსდეს.
ფოლადის მტკიცე კონსტრუქცია მაღალი თბოგამტარობით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ ელექტრო მოდელი აღჭურვილია თანამედროვე მართვის სისტემებით. მათ შორის ენერგოეფექტური ტაიმერით, დისტანციური პულტით, Bluetooth ფუნქციით და ღია ფანჯრის ამოცნობის ტექნოლოგიით, რაც მაქსიმალურ კომფორტსა და ენერგიის დაზოგვას უზრუნველყოფს.
ეს რადიატორი პრემიუმ გერმანულ ბრენდს - Zehnder-ს ეკუთვნის.
Zehnder რადიატორები შემდეგი მახასიათებლებით გამოირჩევა:
Zehnder გერმანული პრემიუმ ბრენდია, რომლის პროდუქციაც გერმანიაში იწარმოება. ის გათბობისა და შიდა კლიმატის ინოვაციური სისტემების სფეროში საუკუნოვანი გამოცდილებით გამოირჩევა და პროდუქციის მახასიათებლების გათვალისწინებით, საერთაშორისო აღიარებით სარგებლობს. ფოლადის სექციური რადიატორი 1930 წელს პირველად სწორედ ზენდერმა შექმნა და დღესაც არ წყვეტს მომხმარებლების გაოცებას, ინოვაციების, ფუნქციონალისა და დიზაინის საოცარი კომბინაციებით.
ბრენდის რადიატორებთან ერთად თქვენ ავტომატურად მიიღებთ: გერმანულ მიდგომას, სიზუსტეს, ხარისხსა და საიმედოობას. ეს პრემიუმ ბრენდი ქმნის მომავალს და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს თავისი ენერგოეფექტური, ეკოლოგიურად ჯანსაღი ფოლადის რადიატორების წარმოებით.
86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო
Tel: +995 32 220 13 13
ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00