რადიატორი CHARLESTONE 1

რადიატორი CHARLESTONE

Scroll Down
რადიატორი CHARLESTONE 2
რადიატორი CHARLESTONE 3
რადიატორი CHARLESTONE brand logo

რადიატორი CHARLESTONE

Charleston არის მაღალი ხარისხის გათბობის რადიატორი, რომელიც უნივერსალური ვიზუალური ხასიათით გამოირჩევა.

ის ვერტიკალურად განლაგებული ფოლადის მილებისგან შედგება. სწორედ ეს ქმნის მარტივ და ერთგვაროვან რიტმს. რადიატორი მარტივად ერგება როგორც თანამედროვე, ისე კლასიკურ ინტერიერს.

Charleston-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი განსაკუთრებული კონსტრუქციული მოქნილობა და მრავალფეროვნებაა. სექციური კონსტრუქციის წყალობით, რადიატორის ზომები თითქმის შეუზღუდავია, რაც ნებისმიერ არქიტექტურულ გამოწვევას პასუხობს. აღსანიშნავია, რომ ბრენდს ფერების მდიდარი პალიტრა აქვს. ერთ-ერთი განსაკუთრებული ფერი კი არის Technoline, რომელიც ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადია. 

ფოლადის მტკიცე კონსტრუქცია განსაკუთრებულ გამძლეობასა და ეფექტურ თბოგამტარობას უზრუნველყოფს. Charleston-ის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა სივრცეში. მათ შორის, საცხოვრებელ სახლებში, ბინებში, ოფისებში, სასტუმროებში, რესტორნებსა და სხვა კომერციულ ობიექტებში.

Zehnder-ის საინჟინრო ხარისხი და დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა Charleston-ს საიმედო, ხანგრძლივად გამოყენებად და ვიზუალურად დაბალანსებულ რადიატორად აქცევს. 

Zehnder რადიატორები შემდეგი მახასიათებლებით გამოირჩევა: 

  • ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. არ აშრობს ჰაერს და ქმნის ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოს;
  • გამოყენებულია ლაზერული შედუღების უნიკალური და ინოვაციური ტექნოლოგია;
  • მარტივი წმენდა;
  • სითბო თანაბრად ნაწილდება რადიატორის ნებისმიერ წერტილში;
  • ეკომეგობრულობა;
  • ტექნიკური და დიზაინერული გადაწყვეტების მრავალფეროვნება;
  • თანამედროვე დიზაინი, ფერებისა და ფორმების უსაზღვრო არჩევანი.

Zehnder გერმანული პრემიუმ ბრენდია, რომლის პროდუქციაც გერმანიაში იწარმოება. ის გათბობისა და შიდა კლიმატის ინოვაციური სისტემების სფეროში საუკუნოვანი გამოცდილებით გამოირჩევა და პროდუქციის მახასიათებლების გათვალისწინებით, საერთაშორისო აღიარებით სარგებლობს. ფოლადის სექციური რადიატორი 1930 წელს პირველად სწორედ ზენდერმა შექმნა და დღესაც არ წყვეტს მომხმარებლების გაოცებას, ინოვაციების, ფუნქციონალისა და დიზაინის საოცარი კომბინაციებით.

ბრენდის რადიატორებთან ერთად თქვენ ავტომატურად მიიღებთ: გერმანულ მიდგომას, სიზუსტეს, ხარისხსა და საიმედოობას. ეს პრემიუმ ბრენდი ქმნის მომავალს და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს თავისი ენერგოეფექტური, ეკოლოგიურად ჯანსაღი ფოლადის რადიატორების წარმოებით.

 1
 2
 3
 4
 5
prev
next

 1
 2
 3
 4
 5
prev
next
 1
 2
 3
 4
 5
 1
 2
 3
 4

გვეწვიეთ შოურუმში

86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო

სამუშაო საათები

ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00