AURA მინიმალისტურ ფორმას, გერმანულ პრაგმატიზმსა და ფუნქციურ ესთეტიკას აერთიანებს. ეს რადიატორი მსუბუქი კონსტრუქციითა და ვიზუალური სიმარტივით გამოირჩევა.
დიზაინი აგებულია თხელი, თეთრი წრიული ფოლადის მილებისა და D-სებრი ვერტიკალური პროფილების კომბინაციით. რაც მკაფიო, გეომეტრიულ და თანამედროვე სილუეტს. ამ მინიმალისტური გადაწყვეტის წყალობით, რადიატორი არა მხოლოდ გამათბობლის ფუნქციას ასრულებს, არამედ ჰარმონიულად ერწყმის ნებისმიერი სტილის აბაზანას.
მილებს შორის დატოვებული ფართო ინტერვალები საშრობს მაქსიმალურად პრაქტიკულსა და გამოსაყენებლად კომფორტულს ხდის. მასზე პირსახოცები მარტივად თავსდება.
ფოლადის მტკიცე კონსტრუქცია და ლაზერული შედუღების ტექნოლოგია მაღალი თბოგამტარობის, ეფექტური გათბობისა და კოროზიისგან სრული დაცვის გარანტიაა. კოლექცია წარმოდგენილია სამი სხვადასხვა მოდიფიკაციით: ცენტრალური გათბობის სისტემისთვის (წყლის), სრულიად ავტონომიური (ელექტრო) და კომბინირებული ვერსიით.
კოლექციის მწარმოებელია გერმანული პრემიუმ ბრენდი - Zehnder.
Zehnder რადიატორები შემდეგი მახასიათებლებით გამოირჩევა:
Zehnder გერმანული პრემიუმ ბრენდია, რომლის პროდუქციაც გერმანიაში იწარმოება. ის გათბობისა და შიდა კლიმატის ინოვაციური სისტემების სფეროში საუკუნოვანი გამოცდილებით გამოირჩევა და პროდუქციის მახასიათებლების გათვალისწინებით, საერთაშორისო აღიარებით სარგებლობს. ფოლადის სექციური რადიატორი 1930 წელს პირველად სწორედ ზენდერმა შექმნა და დღესაც არ წყვეტს მომხმარებლების გაოცებას, ინოვაციების, ფუნქციონალისა და დიზაინის საოცარი კომბინაციებით.
ბრენდის რადიატორებთან ერთად თქვენ ავტომატურად მიიღებთ: გერმანულ მიდგომას, სიზუსტეს, ხარისხსა და საიმედოობას. ეს პრემიუმ ბრენდი ქმნის მომავალს და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს თავისი ენერგოეფექტური, ეკოლოგიურად ჯანსაღი ფოლადის რადიატორების წარმოებით.
86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო
Tel: +995 32 220 13 13
ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00