აბაზანის საშრობი AURA 1

აბაზანის საშრობი AURA

Scroll Down
აბაზანის საშრობი AURA 2
აბაზანის საშრობი AURA 3
აბაზანის საშრობი AURA brand logo

აბაზანის საშრობი AURA

Aura არის ელეგანტური და პრაქტიკული რადიატორი, რომელიც მარტივი, მინიმალისტური დიზაინითაა შექმნილი.

მეტალის პრიალა ზედაპირი კოლექციას თანამედროვე, სუფთა და პრემიუმ იერს ანიჭებს. ის კარგად ირეკლავს სინათლეს და მსუბუქ, ვიზუალურად სუფთა ეფექტს ქმნის. ეს კი თანამედროვე აბაზანის ინტერიერებს განსაკუთრებულად უხდება.

Aura კლასიკური კიბის ფორმით ხასიათდება - მასზე მილები ჰორიზონტალურადაა განლაგებული, რაც ძალიან პრაქტიკულია. რადიატორზე პირსახოცები მარტივად თავსდება და სწრაფად შრება.

ფოლადის მტკიცე კონსტრუქცია და ლაზერული შედუღების ტექნოლოგია მაღალი თბოგამტარობის, ეფექტური გათბობისა და კოროზიისგან სრული დაცვის გარანტიაა.

რადიატორი არა მხოლოდ გამათბობლის ფუნქციას ასრულებს, არამედ ჰარმონიულად ერწყმის ნებისმიერი სტილის აბაზანას.

კოლექციის მწარმოებელია გერმანული პრემიუმ ბრენდი - Zehnder. 

Zehnder რადიატორები შემდეგი მახასიათებლებით გამოირჩევა: 

  • ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. არ აშრობს ჰაერს და ქმნის ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოს;
  • გამოყენებულია ლაზერული შედუღების უნიკალური და ინოვაციური ტექნოლოგია;
  • მარტივი წმენდა;
  • სითბო თანაბრად ნაწილდება რადიატორის ნებისმიერ წერტილში;
  • ეკომეგობრულობა;
  • ტექნიკური და დიზაინერული გადაწყვეტების მრავალფეროვნება;
  • თანამედროვე დიზაინი, ფერებისა და ფორმების უსაზღვრო არჩევანი.

Zehnder გერმანული პრემიუმ ბრენდია, რომლის პროდუქციაც გერმანიაში იწარმოება. ის გათბობისა და შიდა კლიმატის ინოვაციური სისტემების სფეროში საუკუნოვანი გამოცდილებით გამოირჩევა და პროდუქციის მახასიათებლების გათვალისწინებით, საერთაშორისო აღიარებით სარგებლობს. ფოლადის სექციური რადიატორი 1930 წელს პირველად სწორედ ზენდერმა შექმნა და დღესაც არ წყვეტს მომხმარებლების გაოცებას, ინოვაციების, ფუნქციონალისა და დიზაინის საოცარი კომბინაციებით.

ბრენდის რადიატორებთან ერთად თქვენ ავტომატურად მიიღებთ: გერმანულ მიდგომას, სიზუსტეს, ხარისხსა და საიმედოობას. ეს პრემიუმ ბრენდი ქმნის მომავალს და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს თავისი ენერგოეფექტური, ეკოლოგიურად ჯანსაღი ფოლადის რადიატორების წარმოებით.

COMPOSITIONS

გვეწვიეთ შოურუმში

86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო

სამუშაო საათები

ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00