აბაზანის საშრობი T TOWER 1

აბაზანის საშრობი T TOWER

Scroll Down
აბაზანის საშრობი T TOWER 2
აბაზანის საშრობი T TOWER 3
აბაზანის საშრობი T TOWER brand logo

აბაზანის საშრობი T TOWER

T Tower მინიმალისტურ ფორმას, ტექნოლოგიასა და სკულპტურულ ესთეტიკას აერთიანებს. ეს რადიატორი სიმსუბუქითა და ვიზუალური სიმარტივით გამოირჩევა.

დიზაინის საფუძველია თხელი ალუმინის პროფილით შექმნილი T-ს ფორმა, რომელიც გეომეტრიულ და თანამედროვე სილუეტს აყალიბებს. ამ მინიმალისტური გადაწყვეტის წყალობით, რადიატორი მხოლოდ გამათბობლის ფუნქციით არ გამოიყენება. ის ინტერიერში ხასიათს აყალიბებს და მფლობელის გემოვნებას ხაზს უსვამს.

T Tower არის დამოუკიდებლად მდგომი ვერტიკალური რადიატორი, რომელიც კედელზე მონტაჟს არ საჭიროებს, რაც მას უფრო მოქნილს და მრავალფუნქციურს ხდის.

ალუმინის კონსტრუქცია უზრუნველყოფს მაღალ თბოგამტარობას და ეფექტურ გათბობას როგორც წყლის რადიატორის, ისე ელექტრო ვერსიაში. აღსანიშნავია, რომ ელექტრო მოდელს აქვს მრგვალი, მქრქალი უჟანგავი ფოლადის ბაზა, რომელიც სტაბილურობასა და ვიზუალურ ბალანსს ქმნის.

რადიატორი პირსახოცის საკიდი ელემენტითაც გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, ის ძალიან პრაქტიკული და გამოსაყენებლად კომფორტულია. 

კოლექციის დიზაინის ავტორია Matteo Thun, ხოლო მწარმოებელია Antrax IT - პრემიუმ იტალიური ბრენდი, რომელმაც რადიატორი ფუნქციური გათბობის ელემენტიდან თანამედროვე ინტერიერის სრულფასოვან წევრად აქცია. Antrax IT-ის კოლექციები გამოირჩევა სკულპტურული ფორმებით, ესთეტიკითა და ინოვაციური დიზაინით. ბრენდი საერთაშორისო აღიარებით სწორედ დიზაინისა და ტექნოლოგიის ამ უნიკალური სინთეზის წყალობით სარგებლობს. 

COMPOSITIONS

გვეწვიეთ შოურუმში

86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო

სამუშაო საათები

ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00