აბაზანის საშრობი WAFFLE 1

აბაზანის საშრობი WAFFLE

Scroll Down
აბაზანის საშრობი WAFFLE 2
აბაზანის საშრობი WAFFLE 3
აბაზანის საშრობი WAFFLE brand logo

აბაზანის საშრობი WAFFLE

WAFFLE არის თანამედროვე დიზაინის რადიატორი, რომლის ფუნქციურობა და ესთეტიკა ერთმანეთს იდეალურად ერწყმის. 

მისი გამორჩეული ზედაპირი და გეომეტრიული ფორმები ინტერიერს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს. რბილი კონტურები, მოცულობითი ფორმა და ტექსტურული ზედაპირი WAFFLE-ს სკულპტურულ იერს ანიჭებს.

ის დამზადებულია გადამუშავებადი ალუმინისგან. მასალა მაღალი თბოგამტარობით, ენერგოეფექტურობითა და გამძლეობით გამოირჩევა. ტექნოლოგიური კონსტრუქცია კი სივრცის ეფექტურად გათბობას უზრუნველყოფს.

ამ რადიატორს სივრცის იდენტობის განსაზღვრა და მისი ექსკლუზიურ და ფუნქციურ გარემოდ გარდაქმნა შეუძლია. 

WAFFLE კოლექციის დიზაინის ავტორია იტალიელი არქიტექტორი და დიზაინერი Piero Lissoni, ხოლო მწარმოებელია Antrax IT - პრემიუმ იტალიური ბრენდი, რომელმაც რადიატორი ფუნქციური გათბობის ელემენტიდან თანამედროვე ინტერიერის სრულფასოვან წევრად აქცია. Antrax IT-ის კოლექციები გამოირჩევა სკულპტურული ფორმებით, ესთეტიკითა და ინოვაციური დიზაინით. ბრენდი საერთაშორისო აღიარებით სწორედ დიზაინისა და ტექნოლოგიის ამ უნიკალური სინთეზის წყალობით სარგებლობს.

COMPOSITIONS

გვეწვიეთ შოურუმში

86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო

სამუშაო საათები

ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00