Saturn & Moon არის მაღალტექნოლოგიური რადიატორი. ის მედიტაციური და დამამშვიდებელი ვიზუალური ეფექტით გამოირჩევა.
სფეროსებრი ფორმები და რბილი ხაზები კოლექციას თანამედროვე, არქიტექტურულ იერს ანიჭებს. მისი კონტურები ნაზი და ჰარმონიულია. აღსანიშნავია, რომ ზედაპირი სინათლეს ირეკლავს და რბილ გარდამავალ ეფექტს ქმნის.
დიზაინი შთაგონებულია პლანეტებით - სატურნითა და მთვარით. ამ კოლექციის სახელიც სწორედ აქედან გამომდინარეობს. რადიატორს ინტეგრირებული პირსახოცის საკიდი აქვს, რომელიც სატურნის რგოლს ვიზუალურად განასახიერებს.
Saturn & Moon-ს ფარული შეერთების სისტემა აქვს, რაც მას მინიმალისტურ იერს უნარჩუნებს. საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური სამაგრის საშუალებით, რადიატორი მარტივად იხსნება, რაც სარქველსა და საკიდ სისტემასთან სწრაფ წვდომას უზრუნველყოფს.
ეს რადიატორი თანამედროვე ტექნოლოგიებით დამუშავებული მასალებისგანაა დამზადებული. გამძლეობას, ეფექტურ თბოგამტარობასა და ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადას სწორედ ეს უზრუნველყოფს.
კოლექციის დიზაინის ავტორია Peter Rankin. მწარმოებელია Antrax IT - პრემიუმ იტალიური ბრენდი, რომელმაც რადიატორი ფუნქციური გათბობის ელემენტიდან თანამედროვე ინტერიერის სრულფასოვან წევრად აქცია. Antrax IT-ის კოლექციები გამოირჩევა სკულპტურული ფორმებით, ესთეტიკითა და ინოვაციური დიზაინით. ბრენდი საერთაშორისო აღიარებით სწორედ დიზაინისა და ტექნოლოგიის ამ უნიკალური სინთეზის წყალობით სარგებლობს.
86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო
Tel: +995 32 220 13 13
ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00