აბაზანის საშრობი LANA 1

აბაზანის საშრობი LANA

Scroll Down
აბაზანის საშრობი LANA 2
აბაზანის საშრობი LANA 3
აბაზანის საშრობი LANA brand logo

აბაზანის საშრობი LANA

LANA არის თანამედროვე დიზაინის რადიატორი, რომელიც განმეორებად მოდულურ კონცეფციაზეა დაფუძნებული. მასში ფუნქციურობა და ესთეტიკა ერთმანეთს ერწყმის.

ეს არის 33x33 სმ ზომის კვადრატული პანელი - მომრგვალებული კუთხეებითა და ამობურცული ზედაპირით. სწორედ ამ ელემენტის განმეორებით იქმნება კედლის სხვადასხვა კომპოზიცია - როგორც ჰორიზონტალურად, ისე ვერტიკალურად. 

დიზაინი შთაგონებულია ტექსტილის სამყაროს რბილი ძაფების ვიზუალით, რაც რადიატორს ინტერიერის შემადგენელ გამორჩეულ ნაწილად აქცევს. 

რადიატორი აღჭურვილია დამატებითი აქსესუარით - სახელურით, რომელზეც პირსახოცების განთავსებაა შესაძლებელი. LANA მთლიანად გადამუშავებადი ალუმინისგან არის დამზადებული. მასალა მაღალი თბოგამტარობით, ენერგოეფექტურობითა და გამძლეობით გამოირჩევა.

მისი მოდულური სტრუქტურა, არქიტექტურული რიტმი და დეკორატიული ეფექტი სივრცეს თანამედროვე, ელეგანტურ ხასიათს სძენს. 

კოლექციის დიზაინის ავტორია Michele De Lucchi, AMDL CIRCLE-ის დამფუძნებელი.  მწარმოებელია Antrax IT - პრემიუმ იტალიური ბრენდი, რომელმაც რადიატორი ფუნქციური გათბობის ელემენტიდან თანამედროვე ინტერიერის სრულფასოვან წევრად აქცია. Antrax IT-ის კოლექციები გამოირჩევა სკულპტურული ფორმებით, ესთეტიკითა და ინოვაციური დიზაინით. ბრენდი საერთაშორისო აღიარებით სწორედ დიზაინისა და ტექნოლოგიის ამ უნიკალური სინთეზის წყალობით სარგებლობს.

COMPOSITIONS

გვეწვიეთ შოურუმში

86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო

სამუშაო საათები

ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00