CARLO & TINA არის თანამედროვე დიზაინის რადიატორი, რომელიც დახვეწილი და კარგად გააზრებული დეტალებით გამოირჩევა.
დიზაინი შთაგონებულია იტალიელი არქიტექტორის, Carlo Scarpa-ს ნამუშევრებით. მინიმალისტური ფორმისა და საგულდაგულოდ დამუშავებული დეტალების წყალობით CARLO & TINA ყველას ყურადღებას იპყრობს. ის ინტერიერში როგორც ფუნქციურ, ისე დეკორატიულ როლსაც ასრულებს.
რადიატორი სატინის ეფექტის მქონე უჟანგავი ფოლადის საკიდისა და 100%-ით გადამუშავებადი ალუმინის გამათბობელი ელემენტისგან შედგება. ის იდეალურია ხალათების, პირსახოცებისა თუ ტანსაცმლის გასათბობად და გასაშრობად.
რადიატორი დაბალი ენერგომოხმარებით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ კოლექცია ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერში. ამიტომაც, ნებისმიერი სტილის ინტერიერს მარტივად ერგება.
მისი დახვეწილი დიზაინი, კომპაქტური ფორმა და ფუნქციურობა სივრცეს დამატებით კომფორტსა და ინდივიდუალურ ხასიათს სძენს. ეს რადიატორი იდეალურია თანამედროვე, მინიმალისტურ და პრემიუმ კლასის აბაზანებში.
კოლექციის დიზაინის ავტორები არიან იტალიელი არქიტექტორები და დიზაინერები Dante O. Benini და Andrea Crosetta. მწარმოებელია Antrax IT - პრემიუმ იტალიური ბრენდი, რომელმაც რადიატორი ფუნქციური გათბობის ელემენტიდან თანამედროვე ინტერიერის სრულფასოვან წევრად აქცია. Antrax IT-ის კოლექციები გამოირჩევა სკულპტურული ფორმებით, ესთეტიკითა და ინოვაციური დიზაინით. ბრენდი საერთაშორისო აღიარებით სწორედ დიზაინისა და ტექნოლოგიის ამ უნიკალური სინთეზის წყალობით სარგებლობს.
86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო
Tel: +995 32 220 13 13
ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00