კერამიკული ფილა INK matt 1

კერამიკული ფილა INK matt

Scroll Down
კერამიკული ფილა INK matt 2
კერამიკული ფილა INK matt 3
კერამიკული ფილა INK matt brand logo

კერამიკული ფილა

INK

INK matt არის ფილა ქვის ეფექტით. ის ხელოვნების ერთგვარი ნიმუში და თანამედროვე ესთეტიკის თამამი გამოხატულებაა. ეს დიდი ფილა თავისი ღრმა შავი ფერით ყურადღებას მაშინვე იპყრობს და ღამის ცის სიღრმეს მოგვაგონებს.

ეს არის მასალა, რომელიც ინტერიერის ხასიათს განსზღვრავს. ფილის ზედაპირი იმ ნიუანსებისგან შედგება, რაც სივრცეს დასრულებულ სახეს აძლევს. 

INK matt იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც გამორჩეულ და დასამახსოვრებელ ვიზუალურ ეფექტს ეძებს. ამ ფილის სილამაზეს დრო ვერაფერს დააკლებს. 

Ariostea ქმნის ზედაპირებს, რომლებიც ბუნებრივი მასალების ვიზუალს საოცარი სიზუსტით იმეორებს, თუმცა ტექნიკურად ბევრად უფრო გამძლეა. ფილები ხელმისაწვდომია 300x150სმ; 300x100 სმ; 150x100 სმ; 150x150 სმ; 150x75 სმ; 100x100 სმ; 75x37.5 სმ; 70x70 სმ ფორმატებში. 

დიდი ზომის კერამიკული ფილა მონოლითურობით გამოირჩევა. ამის წყალობით, ზედაპირი ერთიანია და გადაბმის წერტილების რაოდენობა მინიმუმამდე მცირდება. 

6 მმ სისქის წყალობით, ფილები მსუბუქი, თუმცა ტექნიკურად ძალიან მტკიცე და სტაბილურია. მასალა არ იწოვს სითხეებს და მდგრადია ნაკაწრების, ულტრაიისფერი სხივებისა და ტემპერატურის ცვლილებების მიმართ.

დიდი ფილები იდეალურია თანამედროვე მისაღები ოთახებისთვის, სამზარეულოსთვის, აბაზანებისთვის, ოფისებისთვისა და კომერციული სივრცეებისთვის. გარდა კედლებისა და იატაკისა, INK-ს ხშირად მაგიდების, თაროების, ბარებისა და სხვა არქიტექტურული დეტალების მოსაპირკეთებლად იყენებენ.

Ariostea მსოფლიო გიგანტის - Iris Ceramica Group-ის შემადგენლობაში შედის. 

 1
 2
 3
 4

Size [cm] Thick Finish In Stock
300x100 6 mm natural
300x150 6 mm natural
150x100 6 mm natural
150x150 6 mm natural
150x75 6 mm natural
100x100 6 mm natural
75x37.5 6 mm natural
70x70 6 mm natural

More Materials From the Collection:

CLOUD

CLOUD

DOVE GREY

DOVE GREY

EARTH

EARTH

TALC

TALC

გვეწვიეთ შოურუმში

86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო

სამუშაო საათები

ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00