კერამიკული ფილა GOLD ONYX shiny 1

კერამიკული ფილა GOLD ONYX shiny

Scroll Down
კერამიკული ფილა GOLD ONYX shiny 2
კერამიკული ფილა GOLD ONYX shiny 3
კერამიკული ფილა GOLD ONYX shiny brand logo

კერამიკული ფილა

GOLD ONYX

GOLD ONYX არის კერამიკული ფილა ონიქსის ეფექტით, რომელიც სინათლეს, სიღრმესა და ბუნებრივ ელეგანტურობას აერთიანებს. 

ღია, ნათელ ფონზე რბილი და დინამიკური ძარღვები მიედინება. სპილოსძვლისფერი, ნაცრისფერი და თბილი ოქროსფერი ტონები ფილას განსაკუთრებულ დახვეწილობას სძენს. მისი პრიალა ზედაპირი სინათლეს ეფექტურად ირეკლავს და სივრცეს ვიზუალურად აფართოებს. 

GOLD ONYX-ში ონიქსის ბუნებრივი სილამაზე თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთიანდება. თითოეული ფილა უნიკალური ხასიათისაა. რბილი გადასვლები და ბუნებრივი ტექსტურები ქმნის განცდას, თითქოს კერამოგრანიტს შინაგანი ნათება აქვს. 

Fiandre იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ბუნებრივი ქვის ვიზუალს უმაღლესი სიზუსტით იმეორებს. 

ფილები არ იწოვს სითხეებს, მდგრადია ნაკაწრების, ტენიანობის, ულტრაიისფერი სხივებისა და ტემპერატურის ცვლილების მიმართ.

დიდი ზომის კერამიკული ფილა 300x150 სმ-ია და მონოლითური ფორმატით გამოირჩევა. გარდა ამისა ხელმისაწვდომია: 150x150 სმ; 150x75სმ; 75x37,5 სმ და 75x75 სმ ზომები.   

6 მმ სისქის წყალობით, დიდი ფილები მსუბუქი, თუმცა ტექნიკურად ძალიან მტკიცე და სტაბილურია.

დიდი ფორმატის ფილები საშუალებას იძლევა, გადაბმის ხაზები მინიმუმამდე შემცირდეს. ეს სივრცეს უფრო ერთიან იერს სძენს.

GOLD ONYX იდეალურია: მისაღებ ოთახებში, აბაზანაში და სპა სივრცეში, სამზარეულოს კუნძულის ზედაპირად, ასევე სასტუმროებისა და კომერციული ფართების მოსაწყობად. გარდა ამისა, მას იყენებენ ბარების, თაროებისა და მაგიდების ზედაპირად. 

აღსანიშნავია, რომ Fiandre მსოფლიო გიგანტის, Iris Ceramica Group-ის შემადგენლობაში შედის.

Size [cm] Thick Finish In Stock
300x150cm 6mm shiny
300x150cm 6mm Honed
150x150cm 6mm Shiny
150x150cm 6mm Honed
150x75cm 6mm Shiny

Stock

150x75cm 6mm Honed
75X37,5 6mm Shiny
75X37,5 6mm Honed
75x75cm 6mm Shiny
75x75cm 6mm Honed

More Materials From the Collection:

გვეწვიეთ შოურუმში

86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო

სამუშაო საათები

ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00