კერამიკული ფილა AGATA BLACK shiny 1

კერამიკული ფილა AGATA BLACK shiny

Scroll Down
კერამიკული ფილა AGATA BLACK shiny 2
კერამიკული ფილა AGATA BLACK shiny 3
კერამიკული ფილა AGATA BLACK shiny brand logo

კერამიკული ფილა

AGATA BLACK

Agata Black ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და „ჰიპნოზური“ კოლექციაა. ის არა უბრალოდ მარმარილოს იმიტაცია, არამედ ნახევრად ძვირფასი ქვის - აქატის მაღალტექნოლოგიური ანალოგია.

ინტენსიური შავი და ნახშირისფერი ტონები ნაცრისფერ, კვამლისფერ და რძისფერ-თეთრ ზოლებს ენაცვლება. ეს მასალის 3D ეფექტს ქმნის და მას საოცარ სიღრმეს ანიჭებს.

განსხვავებით მარმარილოს გრძელი ძარღვებისგან, Agata Black-ს აქატისთვის დამახასიათებელი წრიული, ტალღოვანი და რკალური ზედაპირი აქვს. ეს ქმნის საოცარ ვიზუალურ დინამიკას, რომელიც თითქოს ცენტრიდან გარეთ ვრცელდება.

სწორედ ამიტომ, მასალა ძვირფასი საიუველირო ნაკეთობის შთაბეჭდილებას ქმნის. 

ხელმისაწვდომია 300 x 150 სმ; 150x150 სმ; 150x75სმ; 75x37,5 სმ და 75x75 სმ ზომები. დიდი ზომის კერამოგრანიტის ფილები - 300x150 სმ იმის საშუალებას იძლევა, რომ ქვის რთული ნახატი, ყოველგვარი წყვეტის გარეშე, მონოლითის სახით იყოს წარმოდგენილი. 6 მმ-იანი სისქის წყალობით კი, მასალა ძალიან მსუბუქი, თუმცა, ამავდროულად, მყარია. ფილები მდგრადია ცვეთის, ქიმიური საშუალებებისა და ულტრაიისფერი სხივების მიმართ.

ეს მასალა იმდენად დომინანტურია, რომ დიდი ფილები ძირითადად აქცენტური ზონებისთვის გამოიყენება. მაგალითად, მისაღები ოთახის ცენტრალურ კედელზე, მაღალი კლასის სასტუმროებსა და ოფისებში, სველი წერტილებისთვის და ექსკლუზიური ავეჯის დასამზადებლად.

Ariostea-ს ეს მოდელი მათთვისაა, ვისაც სურს, რომ ბუნების ყველაზე იშვიათი და ძვირფასი ვიზუალი საკუთარ სივრცეებში გადაიტანოს. 

Ariostea პრემიუმ ბრენდია, რომელიც 1961 წელს დაარსდა და 65 წელია, რაც ბაზარზეა.  აღსანიშნავია, რომ ის მსოფლიო გიგანტის, Iris Ceramica Group-ის შემადგენლობაში შედის.

COMPOSITIONS

AVAILABLE FACES

 3

Size [cm] Thick Finish In Stock
300x150 6mm Shiny

Stock

More Materials From the Collection:

AGATA BLU

AGATA BLU

AGATA ATENA

AGATA ATENA

AGATA BLACK

AGATA BLACK

Downloads

SIZE AND DETAILS CATALOGUES

EXTRA

 1
 2
 3
 4

გვეწვიეთ შოურუმში

86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო

სამუშაო საათები

ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00