Diesel Living-ის LIQUID COSMO GREEN განსხვავებული ვიზუალის კერამიკული ფილაა, რომელიც ინტერიერში თანამედროვე, დინამიკურ ატმოსფეროს ქმნის.
ფილის ზედაპირზე ღრმა მწვანე, ნაცრისფერი და თეთრი ტონების კომპოზიცია დომინირებს. ეს დიდი ფილები მოძრაობის ილუზიას ქმნის - თითქოს ფერები თავისუფლად მიედინება და სივრცეს კოსმოსური ენერგიით ავსებს. მასალაში ტექნოლოგიური სიმტკიცე და ინოვაციურობა ერთიანდება.
მისი მთავარი შტრიხი სწორედ პრიალა, სარკისებური ზედაპირია, რომელიც განათებას ინტენსიურად ირეკლავს და სივრცეს ხასიათს სძენს. ფილა სხვადასხვა განათებაში განსხვავებულ ემოციას ქმნის.
ხელმისაწვდომია: 300x150 სმ;150x150 სმ; 150x75სმ; 75x37,5 სმ და 75x75 სმ ზომები. 300x150 სმ ფორმატის წყალობით შესაძლებელია სივრცეში ერთიანი, მონოლითური ეფექტი შეიქმნას.
როოგრც სხვები, ასევე დიდი ფორმატის ფილები სისქეში მხოლოდ 6 მმ-ია. ამის გამო ისინი მსუბუქი, თუმცა ტექნიკურად ძალიან მტკიცე და სტაბილურია.
Iris Ceramica-ს ტექნოლოგიის წყალობით, ფილები განსაკუთრებული სიმტკიცით გამოირჩევა. ისინი არ იწოვს სითხეებს, მდგრადია ნაკაწრების, ცვეთის, ტემპერატურის ცვლილებებისა და ქიმიური საშუალებების მიმართ. გარდა ამისა, ფერს UV სხივების ზემოქმედებით არ იცვლის. ფილები მარმარილოს ეფექტით გამოირჩევა.
დიდი ზომის კერამიკული ფილა გამოიყენება როგორც კედლებსა და იატაკზე, ისე ავეჯისა და არქიტექტურული ელემენტების მოსაპირკეთებლად. მაგალითად: სამზარეულოს კუნძულებზე, ბარების ზედაპირებზე, მაგიდებზე, თაროებზე, სასტუმროებისა და ლაუნჯ სივრცეების ინტერიერში.
Diesel Living არის თანამედროვე იტალიური ბრენდი, რომელიც ინტერიერისთვის ინდუსტრიული და ექსპერიმენტული სტილის პროდუქტებს ქმნის. ის კერამიკის მწარმოებელ გიგანტთან Iris Ceramica Group-თან თანამშრომლობს.
ეს კოლექცია შექმნილია Diesel Living-ისა Iris Ceramica-ს თანამშრომლობით.
| Size [cm] | Thick | Finish | In Stock |
|---|---|---|---|
| 300x150 | 6mm | Shiny |
Stock -45% 163 89 |
| 150x150 | 6mm | Shiny |
|
| 150x75 | 6mm | Shiny |
|
| 75x75 | 6mm | Shiny |
|
| 75x37,5 | 6mm | Shiny |
|
86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო
Tel: +995 32 220 13 13
ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00