Verde Fantastico არის კერამიკული ფილა, რომელიც ეგზოტიკური ხასიათით გამოირჩევა. მის მუქ მწვანე ზედაპირს თეთრი, ყავისფერი და ოქროსფერი დეტალები კვეთს. მათი ერთობლიობა კი ტროპიკული ტყის ტონებს მოგაგონებთ.
ეს პროდუქტი Fiandre-ს ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და „ხასიათიანი“ მოდელია. თუ სხვა მარმარილოები სიმშვიდეს გადმოსცემენ, Verde Fantastico ინტერიერს ველური ბუნების ენერგიითა და ფუფუნებით ერთდროულად ავსებს.
ის იდეალურია უსახო სივრცეების ელეგანტურ და თამამ გარემოდ გარდასაქმნელად. დიდი ზომის კერამოგრანიტის ფილები ნებისმიერი ტიპის გამოყენებისთვისაა შესაფერისი. მაგალითად, იატაკისთვის, კედლის მოსაპირკეთებლად და ავეჯის ელემენტების შესაქმნელადაც კი.
ბუნებრივი ეფექტი მასალას ორგანულ, თითქმის ცოცხალ იერსახეს ანიჭებს. მუქი მწვანე ფონი სიღრმის შეგრძნებას ბადებს, ხოლო ოქრისფერი და ყავისფერი ჩანართები სივრცეს სითბოსა და კონტრასტს მატებს. დიდი ფილები იდეალურია თუ მიზანი ინტერიერში ბუნების ელემენტების შემოტანაა.
ხელმისაწვდომია 300x150 სმ; 150x150 სმ; 150x75სმ; 75x37,5 სმ და 75x75 სმ ზომები. აღსანიშნავია, რომ დიდი ზომის ფილების მეშვეობით, უწვეტი ზედაპირების შექმნაა შესაძლებელი. 6 მმ-იანი სისქის წყალობით კი, მასალა ძალიან მსუბუქი, თუმცა, ამავდროულად, მყარია. ეს მასალა მდგრადია ცვეთის, ქიმიური საშუალებებისა და ულტრაიისფერი სხივების მიმართ.
Fiandre კერამიკის სამყაროში იტალიური ინოვაციების სიმბოლოა. სწორედ ამ ბრენდმა დანერგა Maximum ტექნოლოგია, რამაც ასეთი დიდი ზომის თხელი ფილების წარმოება შესაძლებელი გახადა.
Verde Fantastico კი არის მათთვის, ვისაც დაუვიწყარი და თამამი ინტერიერის შექმნა სურს.
Fiandre 1961 წელს დაფუძნდა და უკვე 65 წელია ბაზარზეა. ის პრემიუმ ბრენდია, რომელიც მსოფლიო გიგანტის, Iris Ceramica Group-ის წევრია.
86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო
Tel: +995 32 220 13 13
ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00