კერამიკული ფილა PREMIUM WHITE silky 1

კერამიკული ფილა PREMIUM WHITE silky

Scroll Down
კერამიკული ფილა PREMIUM WHITE silky 2
კერამიკული ფილა PREMIUM WHITE silky 3
კერამიკული ფილა PREMIUM WHITE silky brand logo

კერამიკული ფილა

PREMIUM WHITE

PREMIUM WHITE არის კერამიკული ფილა, რომლის ღია ფერის ქვას წვრილი, დახვეწილი ზოლები ნაზად მიუყვება. 

ესენია დიდი ფილები - სათუთი, როგორც ძვირფასი აბრეშუმი და ფასეული, როგორც ბუნებრივი მარგალიტი, ამავდროულად კი, მედიდური და ძლიერი - ისეთი, როგორიც მხოლოდ თეთრი მარმარილო შეიძლება იყოს. 

Fiandre იტალიური კომპანიაა, რომელიც მაღალი ხარისხის კერამოგრანიტს ამზადებს. ბრენდი მსოფლიოს წამყვან არქიტექტორებთან თანამშრომლობს. მათი პროდუქცია გამოიყენება როგორც სახლების, ისე ცათამბჯენების ფასადების, აეროპორტების, სასტუმროების, რესტორნების, სავაჭრო ცენტრებისა და ოფისების მოსაპირკეთებლად.

ბრენდის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილი კოლექცია შექმნილია იმისათვის, რომ ბუნებრივი მარმარილოს ესთეტიკა და ტექნოლოგიური სრულყოფილება გააერთიანოს. მას აქვს კაშკაშა თეთრი ფონი, რომელზეც ძალიან ნაზი და რბილი ნაცრისფერი ძარღვები „მიედინება“. აღსანიშნავია, რომ ის შთაგონებულია ყველაზე ძვირადღირებული მარმარილოებით, თუმცა მისი ვიზუალი უფრო ჰაეროვანი და მშვიდია.

Fiandre-ს ტექნოლოგიის წყალობით, დიდი ზომის ფილები (მაგალითად, 300x150 სმ) მზადდება, რომელთა სისქეც სულ რაღაც 6 მმ-ია. სწორედ ეს ქმნის ერთიანი, მონოლითური ზედაპირის ეფექტს. მიუხედავად სისქისა, ისინი მდგრადია, ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადით გამოირჩევა და ყველაზე მაღალი დატვირთვის მქონე საჯარო სივრცეებში გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ ფილები მდგრადია ცვეთის, ქიმიური საშუალებებისა და ულტრაიისფერი სხივების მიმართ. გარდა 300x150 სმ ზომებისა, ხელმისაწვდომია 270x120; 150x150 სმ; 150x75სმ ფორმატში.

Premium White არის მათთვის, ვისაც მარმარილოს კლასიკური ძალის შეგრძნობა უფრო თანამედროვე, მსუბუქი და ნატიფი ინტერპრეტაციით სურს. 

კომპანია 1961 წელს დაფუძნდა და უკვე 65 წელია ბაზარზეა. აღსანიშნავია, რომ Fiandre მსოფლიო გიგანტის, Iris Ceramica Group-ის შემადგენლობაში შედის. 

AVAILABLE FACES

 3

Size [cm] Thick Finish In Stock
300x150 6mm Shiny
A 300x150 6mm Shiny
B 300x150 6mm Shiny
300x150 6mm Silky
300x150 6mm Matt
270x120 6mm Shiny
270x120 6mm Silky

Stock

-45%

New

146 79

270x120 6mm Matt
150x150 6mm Shiny
150x150 6mm Silky
150x75 6mm Silky

Stock

-10%

New

123 109

More Materials From the Collection:

marble lab taxos

marble lab taxos

marble lab calacatta statuario

marble lab calacatta statuario

 marble lab calacatta bellissimo

marble lab calacatta bellissimo

marble lab premium white

marble lab premium white

marble lab calacatta elite

marble lab calacatta elite

marble lab quarzo greige

marble lab quarzo greige

marble lab atlantic grey

marble lab atlantic grey

marble lab arabescato orobico

marble lab arabescato orobico

marble lab noble ecru

marble lab noble ecru

marble lab glam bronze

marble lab glam bronze

marble lab pietra grey

marble lab pietra grey

marble lab dark marquinia

marble lab dark marquinia

 1
 2
 3
 4

გვეწვიეთ შოურუმში

86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო

სამუშაო საათები

ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00