Dama Bianca არის კერამიკული ფილა, რომელიც სისუფთავისა და თავშეკავებული ელეგანტურობის განცდას გადმოსცემს.
ფილა დამზადებულია Ton-sur-ton ეფექტით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნახატი თეთრ ფონზე თეთრივე ტონალობებშია შესრულებული. მას ერთგვარი მარცვლოვანი და ბოჭკოვანი ფაქტურა აქვს, რაც ზედაპირს „ცოცხალს“ ხდის.
Dama Bianca მარგალიტისებრი ბზინვარებით გამოირჩევა. მასალას აქვს შინაგანი ნათება, რომელიც სივრცის შეგრძნებას ბადებს და სინათლეზე კი დეკორატიული ელემენტები იკვეთება.
ეს კოლექცია Fiandre-ს ერთ-ერთი ყველაზე ნატიფი წარმომადგენელია. მისი გამოყენებით ე.წ. „მდუმარე ფუფუნების“ სტილი ყალიბდება, როდესაც ხარისხი დეტალებში იგრძნობა.
აღსანიშნავია, რომ ის არის როგორც მცირე და საშუალო, ასევე დიდი ფილები. კერძოდ, ხელმისაწვდომია 300x150 სმ; 150x150 სმ; 150x75სმ; 75x37,5 სმ და 75x75 სმ ფორმატებში. დიდი ზომა ნიშნავს, რომ ერთი ფილით შეგიძლიათ დაფაროთ მთლიანი კედელი - იატაკიდან ჭერამდე, რაც აბსოლუტურად მონოლითურ იერს ქმნის. ფილები მდგრადია ცვეთის, ქიმიური საშუალებებისა და ულტრაიისფერი სხივების მიმართ.
ეს მასალა იდეალურია საძინებლებისა და მისაღები ოთახებისთვის, სველი წერტილებისთვის და ავეჯის ესთეტიკური სრულყოფისთვის.
Fiandre პრემიუმ ბრენდია, რომელიც მსოფლიო გიგანტის, Iris Ceramica Group-ის შემადგენლობაში შედის. აღნიშნული კომპანია 1961 წელს დაფუძნდა და უკვე 65 წელია ბაზარზეა.
86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო
Tel: +995 32 220 13 13
ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00