LIQUID COSMO თანამედროვე, ექსპრესიული კერამიკული ფილაა. მის ზედაპირზე თითქოს ფერები თამაშობს და მოძრაობს.
ფილას ნებისმიერი ადამიანის მონუსხვა შეუძლია. პრიალა ზედაპირი სინათლეს ინტენსიურად ირეკლავს და სივრცეს სიღრმესა და ელეგანტურობას სძენს. LIQUID COSMO ხშირად აღიქმება როგორც ფილა მარმარილოს ეფექტით, თუმცა მისი ვიზუალი უფრო ექსპერიმენტულია, ვიდრე ტრადიციული მარმარილოს სტრუქტურა.
დიდი ფორმატის ფილები ინტერიერში მონოლითურ ეფექტს ქმნიან. ეს კერამიკული ფილა ხელმისაწვდომია 300x150 სმ;150x150 სმ; 150x75სმ; 75x37,5 სმ და 75x75 სმ ზომებში.
6 მმ სისქის წყალობით, ფილები მსუბუქი, თუმცა ტექნიკურად ძალიან მტკიცე და სტაბილურია. LIQUID COSMO მდგრადია ცვეთის, ნაკაწრების, ქიმიური ზემოქმედებისა და ულტრაიისფერი სხივების მიმართ. ეს მის პრაქტიკულობაზე მიუთითებს.
მასალა იდეალურად ერწყმის ნებისმიერი ტიპის თანამედროვე ინტერიერს. იქნება ეს საცხოვრებელი გარემო, სასტუმრო, გალერეა თუ კომერციული ობიექტი. ხშირად დიდი ზომის კერამიკული ფილა სივრცის მთავარი ელემენტი ხდება.
Diesel Living არის თანამედროვე იტალიური ბრენდი, რომელიც ინტერიერისთვის ინდუსტრიული და ექსპერიმენტული სტილის პროდუქტებს ქმნის. ის კერამიკის მწარმოებელ გიგანტთან Iris Ceramica Group-თან თანამშრომლობს.
ეს კოლექცია შექმნილია Diesel Living-ისა Iris Ceramica-ს თანამშრომლობით.
| Size [cm] | Thick | Finish | In Stock |
|---|---|---|---|
| 300x150 | 6mm | Shiny |
Stock -45% 163 89 |
| 150x150 | 6mm |
|
|
| 150x75 | 6mm |
|
|
| 75x75 | 6mm |
|
|
| 75x37,5 | 6mm |
|
86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო
Tel: +995 32 220 13 13
ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00