კერამიკული ფილა PALISSANDRO ONICIATO polished 1

კერამიკული ფილა PALISSANDRO ONICIATO polished

Scroll Down
კერამიკული ფილა PALISSANDRO ONICIATO polished 2
კერამიკული ფილა PALISSANDRO ONICIATO polished 3
კერამიკული ფილა PALISSANDRO ONICIATO polished brand logo

კერამიკული ფილა

PALISSANDRO ONICIATO

PALISSANDRO ONICIATO თამამი, დახვეწილი და შთამბეჭდავია. ეს კერამიკული ფილა სიმტკიცესა და სილამაზეს აერთიანებს. 

მას იშვიათი ინტენსივობის პოლიქრომიული კომპოზიცია აქვს. ფილაში თბილი და ცივი ტონების ჰარმონიული ნაზავი - ბეჟი, ქვიშისფერი და ნაცრისფერი ფონი ერთდროულად გვხვდება.

მისი მთავარი შტრიხია თაფლისფერი და ბრინჯაოსფერი ძარღვები, რომლებიც ზედაპირზე ტალღოვანი, თითქმის ჰორიზონტალური მიმართულებით „მიედინება“. Palissandro-ს გრაფიკა დინამიკური, რიტმული და ხაზოვანია, რაც სივრცეს ვიზუალურად აფართოებს.

დიდი ფილები, რომლებიც 300 x 150 სმ-ია, მონოლითური ფორმატით გამოირჩევა. გარდა ამისა ხელმისაწვდომია: 150x150 სმ; 150x75სმ; 75x37,5 სმ და 75x75 სმ ზომები.  

მიუხედავად იმისა, რომ ფილა ძალიან მტკიცეა, მისი სისქე მხოლოდ 6 მმ-ია, რაც მონტაჟს აადვილებს.

Ariostea-ს კერამოგრანიტი მდგრადია მჟავების, ქიმიური საშუალებების, ნაკაწრებისა და ცვეთის მიმართ. ის სითხეს პრაქტიკულად არ იწოვს, რაც მას სველი წერტილებისა და სამზარეულოსთვის იდეალურ ვარიანტად აქცევს. გარდა ამისა, მასალა ყინვაგამძლეა - მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებში. 

Palissandro Oniciato-ს სისქე და მოცულობა საშუალებას იძლევა იგი არა მხოლოდ იატაკსა და კედლებზე, არამედ სხვა არქიტექტურული ელემენტებისთვისაც გამოიყენოთ. მაგალითად, კარების მოსაპირკეთებლად, მაგიდის ზედაპირად, კიბეების საფეხურებად და სხვა.

ეს პროდუქტი იდეალური არჩევანია, თუ ისეთ მასალას ეძებთ, რომელიც ბუნებრივი ქვის სილამაზესა და ტექნოლოგიურ სიმტკიცეს აერთიანებს. 

Ariostea პრემიუმ ბრენდია, რომელიც მსოფლიო გიგანტის, Iris Ceramica Group-ის შემადგენლობაში შედის. 65 წელია, რაც კომპანია ბაზარზეა. ის 1961 წელს დაარსდა.

COMPOSITIONS

AVAILABLE FACES

გვეწვიეთ შოურუმში

86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო

სამუშაო საათები

ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00