Collemandina არის კერამიკული ფილა, რომელიც ღრმა, ინტენსიური ნაცრისფერი ტონით გამოირჩევა. მას ჰაეროვანი თეთრი ან ღია ნაცრისფერი ძარღვები კვეთს - ისინი ზედაპირზე სინათლის ნაზ ამოსუნთქვასავით ჩნდება.
მისი ბუნებრივი, დახვეწილი და ჰარმონიული ფაქტურა იშვიათი ინტენსივობის ზედაპირებს ქმნის, სადაც ფერის სიმკაცრე და ძარღვების სინაზე ერთმანეთს ერწყმის.
ნატიფი, მაგნიტური და გამორჩეული - ეს არის მასალა, რომელიც პირველქმნილ სილამაზეს განასახიერებს და სივრცეებს მდუმარე, თუმცა აშკარა ელეგანტურობით ძერწავს.
Ariostea-ს Collemandina შთაგონებულია იტალიური მარმარილოთი, რომელიც ტოსკანის რეგიონში მოიპოვება.
ეს მასალა იდეალურია მათთვის, ვისაც ე.წ. „მდუმარე ფუფუნების“ სტილის შექმნა სურს - სადაც დიდი ფილები თავიანთ ხარისხზე, ყოველგვარი ზედმეტი პომპეზურობის გარეშე, თავად საუბრობენ.
ის შესანიშნავად ერწყმის ვერცხლისფერ, ფოლადისფერ ან ცივ ნაცრისფერ დეტალებს. გარდა ამისა, უხდება ღია ფერის ხეს, რაც თბილ და ცივ ტონებს შორის საინტერესო კონტრასტს ქმნის.
ხელმისაწვდომია: 300x150 სმ;150x150 სმ; 150x75სმ; 75x37,5 სმ და 75x75 სმ ზომები. 300x150 სმ ფორმატის წყალობითაც შესაძლებელია ერთიანი, მონოლითური კედლები ან იატაკები შეიქმნას. 6 მმ-იანი სისქე კი იმას ნიშნავს, რომ მასალა ძალიან მსუბუქი, თუმცა საკმაოდ მტკიცეა. ფილები მდგრადია ცვეთის, ქიმიური საშუალებებისა და ულტრაიისფერი სხივების მიმართ
გამორჩეული ვიზუალის გამო, Collemandina ხშირად არა მხოლოდ სახლებში, არამედ ისეთ სამუშაო სივრცეებშიც გამოიყენება, სადაც საჭიროა პრესტიჟზე ხაზგასმა.
განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ Ariostea მსოფლიო გიგანტის, Iris Ceramica Group-ის შემადგენლობაში შედის. კომპანია 1961 წელს დაარსდა. 65 წელია, რაც ის ბაზარზეა.
86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო
Tel: +995 32 220 13 13
ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00