Calacatta Viola არის კერამიკული ფილა მარმარილოს ეფექტით, რომლის ძარღვებშიც დიდებულება და ისტორია ცოცხლობს. თეთრ ფონს ინტენსიური, მუქი იისფერი, ღვინისფერი და ოქროსფერი შტრიხები კვეთს.
მისი პრიალა ზედაპირი არა მხოლოდ ბუნებრივ განათებას აძლიერებს, არამედ სივრცეს განუმეორებელ ვიზუალურ სიღრმეს სძენს.
თითოეული კერამიკული ფილა საკუთარ ამბავს ყვება და ადამიანებს საუკუნეების მიღმა ამოგზაურებს - იმ ეპოქაში, როდესაც მარმარილო ძალაუფლებისა და დახვეწილობის სიმბოლოდ მიიჩნეოდა.
Ariostea ის ბრენდია, რომელიც ბუნებრივ ქვის ვიზუალს საოცარი სიზუსტით იმეორებს, თანაც ისე, რომ მასალა გაცილებით გამძლეა, ვიდრე ნამდვილი მარმარილო.
დიდი ფილები 300 x 150 სმ-ია და მონოლითური ფორმატით გამოირჩევა. გარდა ამისა ხელმისაწვდომია: 150x150 სმ; 150x75სმ; 75x37,5 სმ და 75x75 სმ ზომები.
ფილები თხელი (6 მმ), თუმცა, ამავდროულად, ძალიან მტკიცეა. ბუნებრივი მარმარილოსგან განსხვავებით, ის არ იწოვს სითხეებს და მდგრადია მჟავების, ნაკაწრების, ულტრაიისფერი სხივებისა თუ მაღალი ტემპერატურის მიმართ.
მონოლითურობა იმას ნიშნავს, რომ გადაბმის წერტილების რაოდენობა მინიმუმამდე შეიძლება იყოს დაყვანილი. ძარღვები ყოველ 60 სანტიმეტრში არ წყდება - პირიქით, ისინი მთელ კედელსა და იატაკზე თავისუფლად „მიედინება“.
Calacatta Viola უბრალოდ მასალა არაა, ის ინტერიერში მთავარი პერსონაჟია და იდეალურია სამზარეულოში, მისაღებ ოთახსა თუ აბაზანაში გამოსაყენებლად. ასევე, მაგიდების ზედაპირების, თაროების, ბარებისა და სხვა დეტალების მოსაპირკეთებლად.
განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ Ariostea მსოფლიო გიგანტის, Iris Ceramica Group-ის შემადგენლობაში შედის. 65 წელია, რაც კომპანია ბაზარზეა. ის 1961 წელს დაარსდა.
86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო
Tel: +995 32 220 13 13
ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00