Nero Damascato არის მათთვის, ვისაც ინტერიერში მაქსიმალური დრამატიზმის, იდუმალებისა და ფუფუნების შეტანა სურს.
ფილის ზედაპირი ღრმა, ინტენსიური შავი ფერია, რომელსაც ოქროსფერი, ბრინჯაოსფერი და თეთრი წვრილი ძარღვების მჭიდრო ქსელი კვეთს. ეს კი სივრცეებს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.
დიდი ზომის კერამოგრანიტის ფილები მონოლითური ხასიათით გამოირჩევა. 300x150 სმ ფორმატის საშუალებით, გადაბმის წერტილების რაოდენობა შესაძლოა მინიმალური იყოს. მიუხედავად 6 მმ სისქისა, ის გაცილებით გამძლეა, ვიდრე ნებისმიერი ბუნებრივი ქვა. ის მარტივად არ იბზარება და ძლიერ დატვირთვას უძლებს.
ნამდვილი შავი მარმარილოსგან განსხვავებით, რომელიც ძალიან პრეტენზიულია და მალე ლაქავდება, Nero Damascato-ს კერამოგრანიტი არ იწოვს სითხეებს და მდგრადია საყოფაცხოვრებო ქიმიკატების მიმართ.
ხელმისაწვდომია 300 x 150 სმ; 150x150 სმ; 150x75სმ; 75x35 სმ და 75x70 სმ ზომები.
დიდი ფილები გამოიყენება იქ, სადაც ყურადღების მიპყრობა გსურთ. მაგალითად, მისაღები ოთახის ცენტრალურ კედელზე, აბაზანაში, სამზარეულოს „კუნძულად“, ბუხრის მოსაპირკეთებლად, საძინებელ ოთახში - დეკორად და სასტუმრეობისა თუ კომერციული სივრცეების ინტერიერში.
Ariostea-ს ფილოსოფია „ბუნებრივი ქვის ხელახალი დაბადებაა“. ისინი ქმნიან მასალას, რომელიც ვიზუალურად ბუნებრივს ჰგავს, მაგრამ ტექნიკურად მასზე უკეთესია.
65 წელია, რაც კომპანია ბაზარზეა. ის 1961 წელს დაარსდა. აღსანიშნავია, რომ ეს ბრენდი მსოფლიო გიგანტის, Iris Ceramica Group-ის შემადგენლობაში შედის.
| Size [cm] | Thick | Finish | In Stock |
|---|---|---|---|
| 300x150 | 6 mm | silky |
-12% 170 149 |
| 150x150 | 6 mm | silky |
|
| 150x75 | 6 mm | silky |
|
| 70x35 | 6 mm | silky |
|
| 70x70 | 6 mm | silky |
|
86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო
Tel: +995 32 220 13 13
ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00