Macchia Vecchia-ს მარმარილოს ეფექტის მქონე კერამოგრანიტის ფილა ბუნებრივი ელეგანტურობის ნამდვილი განსახიერებაა. მას ინტენსიურად კაშკაშა კრემისფერი და თეთრი ფონი აქვს, რომელსაც ოქროსფერი და ნაცრისფერი ძარღვების ქსელი ამკობს. ამით კი დინამიკური ნახატი იქმნება.
კონტრასტული ძარღვები ქაღალდზე დაღვრილი მელნის ნაკადებივით მიედინება და ორგანულ ორნამენტს ქმნის, რომელიც თითქოს ქვის მარადიულ მოძრაობას აცოცხლებს. კრემისფერი ბაზა და ოქროსფერი შტრიხები სივრცეს სითბოს მატებს, ხოლო ნაცრისფერი ძარღვები დახვეწილ იერსახეს ინარჩუნებს.
ეს დიზაინი განსაკუთრებით ფასეულია, რადგან ინტერიერს ანტიკურ დიდებულებასა და თანამედროვე ელეგანტურობას ერთდროულად სძენს.
დიდი ფილები არქიტექტურასა და დიზაინში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ქვის ისტორიას გადმოსცემს. ამასთანავე, ეს მასალა ძალიან მტკიცე და მსუბუქია, რაც იდეალურ ვარიანტად აქცევს არა მხოლოდ იატაკისთვის, არამედ კედლებზე გამოსაყენებლად და ავეჯის დასამზადებლადაც.
დიდი ზომის კერამოგრანიტის ფილები - 300x150 სმ ფორმატში მონოლითურ ზედაპირს ქმნის. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია 270x120 სმ; 150x150 სმ; 150x75სმ; 120x120 სმ; 120x60 სმ; 75x37,5 სმ; 75x75 სმ; 60x60 სმ და 60x30 ფორმატებში.
Ariostea იტალიურ ხარისხთან და მდგრადობასთან ასოცირდება. მათი პროდუქცია მდგრადია ცვეთის, ქიმიური საშუალებებისა და ულტრაიისფერი სხივების მიმართ.
65 წელია, რაც კომპანია ბაზარზეა. ის 1961 წელს დაარსდა. ეს პრემიუმ ბრენდი მსოფლიო გიგანტის, Iris Ceramica Group-ის შემადგენლობაში შედის.
| Size [cm] | Thick | Finish | In Stock |
|---|---|---|---|
| 300x150 | 6mm | Shiny |
|
| 300x150 | 6mm | Silky |
|
| 270x120 | 6mm | Shiny |
|
| 270x120 | 6mm | Silky |
|
| 150x150 | 6mm | Shiny |
|
| 150x150 | 6mm | Silky |
|
| 150x75 | 6mm | Shiny |
Stock -10% 123 109 |
| 150x75 | 6mm | Silky |
|
| 120x120 | 6mm | Shiny |
|
| 120x120 | 6mm | Silky |
|
| 120x60 | 8mm | Shiny |
|
| 120x60 | 8mm | Matt |
|
| 120x60 | 8mm | Silky |
|
| 75x75 | 6mm | Shiny |
|
| 75x75 | 6mm | Silky |
|
| 75x37,5 | 6mm | Shiny |
|
| 75x37,5 | 6mm | Silky |
|
| 60x60 | 8mm | Shiny |
|
| 60x60 | 8mm | Matt |
|
| 60x60 | 8mm | Silky |
|
| 60x30 | 8mm | Shiny |
|
| 60x30 | 8mm | Matt |
|
| 60x30 | 8mm | Silky |
|
| Size [cm] | Thick | Finish | In Stock |
|---|---|---|---|
| A 300x150 | 6mm | Shiny |
|
| B 300x150 | 6mm | Shiny |
|
86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო
Tel: +995 32 220 13 13
ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00