სახლი მხოლოდ კედლები არ არის. ის არის ემოციების, მოგონებებისა და ყოველდღიური რიტუალების ერთობლიობა. ამ სივრცეში არსებობს ერთი სტილი, რომელიც ყველაფერს აერთიანებს — სტილი, რომელშიც დიზაინი ხელოვნებად იქცევა, სადაც ნივთები გრძნობებს იწვევს.
არის ბრენდები, რომლებიც ავეჯს ქმნის და არის Baxter, რომელიც თავისი კოლექციებით მომავლის დიზაინის ტენდენციებს განსაზღვრავს და სივრცეს ხელოვნებად გარდაქმნის.
Baxter-ის შემოქმედებითი მანიფესტი
ფორმები, ხმები, ფერები, ინტუიციები და მეტამორფოზები, რომლებიც Baxter-ის სახელოსნოში იბადება, ტოვებენ ფიზიკურ სივრცეს და ბრენდის შინაგან არსს გარეთაც გადმოსცემენ.
ტყავის შერჩევიდან დამუშავების ოსტატობამდე, უწყვეტი კვლევიდან ხელოვნების ფორმამდე — ეს არის სილამაზის გზა, რომელიც საბოლოოდ მხატვრულ იერს იღებს.
ბაქსტერის სული — ერთგვარი ნოუ-ჰაუა, რომელიც ტყავის შერჩევიდან მის ხელოვნებად გარდაქმნამდე ყველა ეტაპს მოიცავს და მის ახალ შემოქმედებით მანიფესტში აისახება:
იტალიური ოსტატობა და დიზაინი
ბრენდის ისტორია ისეთივე შთამაგონებელია, როგორც მისი კოლექციები. ყველაფერი 1990 წელს დაიწყო, როდესაც თაობების გამოცდილებით და ტყავისადმი განსაკუთრებული სიყვარულით Luigi და Paolo Bestetti – მ მიზნად დაისახეს იტალიური ავეჯის ტრადიციის გაგრძელება და ტყავის საუკეთესო თვისებების წარმოჩენა. Baxter-ის კოლექციების შექმნა დაიწყო არა მხოლოდ იტალიური ოსტატობით, არამედ იმ დიზაინერების ინსპირაციით, რომლებიც ავეჯს იდეად, ემოციად და ხელოვნებად გარდაქმნიან: Paola Navone, Studiopepe, Roberto Lazzeroni, Draga & Aurel, Pietro Russo, Federico Peri.
ყველა ეს ხმა ერთიანდება Baxter-ის დიზაინში, ქმნის კოლექციებს, რომლებიც არ ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ ყველა მათგანი ერთნაირად განსაკუთერბულია.
ბრენდი გაძლევთ შესაძლებლობას თქვენი სახლი ერთიანი სტილისა და ხედვის შესაბამისად მოაწყოთ — ავეჯით დაწყებული, განათებით, აქსესუარებითა და სამზარეულოთი დასრულებული.
ავთენტური წარმოშობის ბუნებრივი მასალები
Baxter-ის ავეჯი იქმნება ძვირფასი, მაღალი ხარისხის მასალებისგან, რომლებიც ბუნებრივი, ნატურალური და იშვიათია. ესენია: ნატურალური ტყავი, მარმარილო, ტრავერტინი, გრანიტი, თითბერი, სპილენძი, უჟანგავი ფოლადი, მხატვრული მინა, მონღოლური ცხვრის ბეწვი და ინოვაციური ტექსტილები . ყველა მასალა სპეციალურად შერჩეულია თავისი წარმოშობის რეგიონიდან — მაგალითად, ხალიჩები იქსოვება ხელით ნეპალში, ნატურალური მატყლისგან.
ტყავის დამუშავების ტექნოლოგია ერთგვარი საიდუმლოა — თითოეული ნაჭერი ინდივიდუალურად მუშავდება, რათა დიდხანს შეინარჩუნოს ბუნებრივი სილამაზე. შრება ჰაერზე, იღებება მცენარეული საღებავებით და ფორები ღია რჩება. სწორედ ამ ღია სტრუქტურის დამსახურებით, ტყავი სუნთქავს და კომფორტულია წლის ყველა სეზონზე — ზამთარში თბილია, ზაფხულში კი გრილი.
Baxter მხოლოდ ჩრდილოეთ ევროპის და სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ხარისხის ხარის ტყავს იყენებს, ხოლო დამუშავება იტალიაში, ტოსკანასა და ვენეტოში ხდება. ტყავი განსხვავდება მისი რბილი, მტკიცე და ხისტი ტექსტურით, რაც საშუალებას იძლევა, ავეჯის თითოეულ მოდელს ინდივიდუალურად მოერგოს შესაბამისი მასალა.
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ნატურალურ საღებავებს იყენებენ, Baxter-ს საოცრად ფართო და გამორჩეული ფერთა პალიტრა აქვს – ხელმისაწვდომია 140-ზე მეტი სახეობის ტყავი, ასევე მასალებში გვხვდება იშვიათი მარმარილოს ვარიაციები და ძვირფასი მეტალის ზედაპირები.
ტყავის მრავალფეროვნება ვლინდება არა მხოლოდ ფერში, არამედ ფაქტურასა და სიხისტეშიც. გარდა ამისა, შესაძლებელია ტყავზე პრინტების დატანა — მაგალითად, გეომეტრიული მოტივებით, რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის საბოლოო ვიზუალს.
Baxter-ს მხოლოდ სილამაზე არ ჰყოფნის. ის ეძებს იმას, რაც ცოცხალია, ბუნებრივია, დროში ჩამოყალიბებული და ინდივიდუალურია. სწორედ ამიტომაც, ბრენდის თითოეული პროდუქტი არ იმალება სრულყოფილების ქერქში, არამედ პირიქით — თავიანთ ბუნებრივ დეტალებს და უხილავ ისტორიებს ამაყად ატარებენ.
Baxter Outdoor – ბუნების ხელოვნება
წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევისა და ექსპერიმენტების შედეგად, ბაქსტერმა შექმნა გარე სივრცის ავეჯის კოლექცია, რომელიც შთაგონებულია ბუნების სილამაზითა და თავისუფლებით. აქ ფორმა და ფუნქცია ერთიანდება, რათა ტერასა, ბაღი ან აუზის გარშემო სივრცე ისეთივე დახვეწილი და ემოციური გახდეს, როგორც სახლის ინტერიერი.
წყალგაუმტარი ტყავი, მზისგან დაცული ქსოვილები და გამძლე რკინის კონსტრუქციები ქმნის გამორჩეულ დიზაინს, რომელიც იდეალურად ერგება როგორც ურბანულ ტერასას, ისე ბუნების წიაღში მდებარე რეზიდენციას — მაგალითად, კომოს ტბის ვილას, სადაც თავად ბრენდის უნიკალური სივრცეც მდებარეობს.
86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო
Tel: +995 32 220 13 13
ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00