თანამედროვე არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი დიდი ხანია გასცდა მხოლოდ ესთეტიკის ჩარჩოებს. დღეს სივრცის მოწყობისას უმთავრესი პრიორიტეტი ეკოლოგიურობა, ტექნოლოგიური მდგრადობა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.
თანამედროვე კერამიკული ინდუსტრიის ინოვაციურობაზე საუბრისას, აუცილებლად უნდა ვახსენოთ, მსოფლიო გიგანტი - Iris Ceramica Group. კომპანია 1961 წელს იტალიაში დაარსდა და ექვს ათეულ წელზე მეტია ეს სახელი პრემიუმ ხარისხთან ასოცირდება.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ Iris Ceramica Group უბრალოდ ფილების მწარმოებელი არ არის. ეს არის უმსხვილესი ინოვაციური ცენტრი, რომელიც ისეთ პრემიუმ ბრენდებს აერთიანებს, როგორებიცაა: Fiandre, Ariostea, FMG, Iris Ceramica და SapienStone. თითოეული ბრენდის პროდუქცია ტრადიციული იტალიური ოსტატობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზის შედეგად იქმნება. ასე მიიღება კერამიკული ფილები, რომლებიც უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა.
აღსანიშნავია, რომ ამ პრემიუმ ბრენდების პროდუქცია ქართველი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომია. ბელ მეზონი საქართველოში Iris Ceramica Group-ის ოფიციალური პარტნიორია.
Iris Ceramica Group-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ინოვაციაა Active Surfaces®. ის კერამიკულ ფილებს ეკოაქტიურ მასალად აქცევს და ოთხ მნიშვნელოვან ფუნქციას აერთიანებს: ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ მოქმედებას, ჰაერში დამაბინძურებლების შემცირებას, უსიამოვნო სუნის აღმოფხვრას და თვითწმენდის ეფექტს.
ტექნოლოგია სინათლესა და ჰაერის ტენიანობას იყენებს. შედეგად, ზედაპირი ხელს უწყობს ბაქტერიების, ვირუსების, სოკოსა და ობის შემცირებას, ამცირებს უსიამოვნო სუნს და ხელს უშლის ზედაპირზე ჭუჭყის მარტივად დაგროვებას.


სივრცე, სადაც ამ ტექნოლოგიით დამზადებული ფილები გამოიყენება მეტად კომფორტული და ჰიგიენურია. ადამიანებს ყოველდღიურობა უმარტივდებათ და იციან, რომ სახლში ეკოლოგიურად სუფთა მასალა აქვთ. აღსანიშნავია, რომ Active Surfaces®-ის ეფექტი სიბნელეშიც გრძელდება.
ფილას ეს ფუნქციები სამუდამოდ უნარჩუნდება და სპეციალურ განახლებას არ საჭიროებს. ყველა ეს თვისება ISO სტანდარტებით არის სერტიფიცირებული.
Iris Ceramica Group-ის ეკოაქტიური ზედაპირები სტილისა და დიზაინის მხრივაც მრავალფეროვანია. ისინი სხვადასხვა ფერსა და სისქეში, 6-დან 12 მმ-მდე, არის ხელმისაწვდომი. ასევე არსებობს სხვადასხვა ფორმატი - კლასიკური ზომებიდან დიდი ფორმატის ფილებამდე, მათ შორის 100×300 სმ, 150×300 სმ და 320×160 სმ.
Active Surfaces® 40% გადამუშავებული მასალისგან მზადდება და თავადაც სრულიად გადამუშავებადია. მნიშვნელოვანია, რომ ფილებთან საკვების პირდაპირი შეხება უსაფრთხოა, რასაც ორი სერტიფიკატიც ადასტურებს.
Active Surfaces® კარგად აჩვენებს, როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიამ კერამიკის შესაძლებლობები გააფართოოს. Iris Ceramica Group ამ მიმართულებით 2009 წლიდან მუშაობს და დიზაინს, მეცნიერებასა და ინოვაციას აერთიანებს. შედეგი კი არის ზედაპირი, რომელიც ერთდროულად პასუხობს ესთეტიკურ, პრაქტიკულ და გარემოსდაცვით მოთხოვნებს.
თუ რაიმე განსხვავებული გჭირდებათ და უკვე არსებული კოლექციები თქვენს მოთხოვნებს არ შეესაბამება, შეგიძლიათ კერამიკული ფილები თქვენი დიზაინით დაამზადოთ.
სპეციალური ტექნოლოგიის საშუალებით ფილაზე ნებისმიერი ილუსტრაციის დატანაა შესაძლებელი.
ეს შეიძლება იყოს კონკრეტული გამოსახულება, გრაფიკული კომპოზიცია ან პატარა დეტალი. შესაბამისად, ზედაპირის ვიზუალი თქვენი სახლის ინტერიერს სრულად მოერგება.

პრემიუმ ბრენდების კერამიკული ფილები ინოვაციური სენსორული ზედაპირით გამოირჩევა. ფილაზე მარტივი შეხებით შესაძლებელია განათების, გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების, აუდიო-ვიდეო მოწყობილობებისა და ფანჯრების მართვა.
ეს ტექნოლოგია ზედაპირზე ხილული ჩამრთველებისა და გარე პანელების საჭიროებას ამცირებს. Hypertouch-ის გამოყენება შესაძლებელია როგორც სამზარეულოს სამუშაო ზედაპირებზე, სამზარეულოს კუნძულზე, ბარის ზედაპირებზე, სასადილო მაგიდებზე, სამუშაო მაგიდებზე, ისე კედლებზე. ის თვალისთვის უხილავია, თუმცა საცხოვრებელ და სამუშაო გარემოში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
.jpg)
აქვე აღსანიშნავია, რომ ფილების ზედაპირიდან მოწყობილობების დამუხტვაც შესაძლებელია. დამტენის ბაზა უშუალოდ სამუშაო ზედაპირის ქვეშ თავსდება.
დიზაინი, შემოქმედებითი თავისუფლება და გამოყენების სიმარტივე ამ ტექნოლოგიის მთავარი მახასიათებლებია.
Iris Ceramica Group-ის შემადგენლობაში შემავალი ბრენდების კოლექციები თანამედროვე ადამიანის საჭიროებებს ერგება და ყოველდღიურობას ამარტივებს. მაგალითად, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ტექნოლოგია - Hypertouch, რომელიც ჭკვიანი სახლის კონცეფციას უკავშირდება და ინტერიერში ტექნოლოგიური ფუნქციების ინტეგრირების შესაძლებლობას ქმნის.
კომპანია კერამიკული ზედაპირების წარმოებაში სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. Iris Ceramica Group-ის ინოვაციური full-body ტექნოლოგიის წყალობით, ორნამენტი მხოლოდ ზედაპირზე არ არის დატანილი. ის მასალას მთელ სისქეში გასდევს.
20 მმ-იანი სისქის კერამიკული ფილები ბუნებრივი მინერალებისგან მზადდება და გრანიტის მსგავსი, მყარი სტრუქტურა აქვს. ეს მასალა შექმნილია მაღალი დატვირთვისთვის - თავდაპირველ ვიზუალს არ კარგავს, არ იკაწრება და სიმტკიცეს წლების განმავლობაში ინარჩუნებს.

აღნიშნული ტექნოლოგიის მთავარი ხიბლი დეკორის აბსოლუტური უწყვეტობაა - ფერები და ფიგურები მასალას მთელ სისქეს თანაბრად მიჰყვება.
ამ მიმართულებას Iris Ceramica Group-ის ბრენდებს შორის ყველაზე მეტად Sapienstone ავითარებს. ბრენდი დიდი ფორმატის, გამძლე და მონოლითურ ფილებს ნებისმიერი ტიპის ინტერიერისთვის ქმნის.
აღსანიშნავია, რომ თითოეული ფილა მდგრადია ცვეთისა და დატვირთვის მიმართ, არის ცეცხლგამძლე, არ იწოვს სითხეს და მარტივად იწმინდება.
Iris Ceramica Group-მა კერამიკის კიდევ ერთი უნიკალური თვისება გამოავლინა - სინათლის თანაბრად გავრცელების უნარი.
შუქგამტარი კერამიკული ფილიდან რბილი და თბილი სინათლე გამოდის. ის მთვარის შუქივით ნაზია და ფილის სილამაზეს გამოკვეთს.
ფილის სისქე მხოლოდ 6 მმ-ია. უკანა მხარეს სპეციალური LED პანელის მოთავსებისას ზედაპირი ნათდება და დეკორის ვიზუალურ ეფექტს აძლიერებს.

ტექნოლოგია მარმარილოს, გრანიტისა და ონიქსის ეფექტის ფილებზე გამოიყენება. განათების ჩართვისას სივრცეში სრულიად განსხვავებული განწყობა იქმნება - სახლი ინდივიდუალურ ხასიათს იძენს.
გინახავთ კერამიკული ფილა, რომელიც ეკრანად გადაიქცევა? Alchimia არის ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც კერამიკულ ზედაპირში სხვადასხვა მოწყობილობის ინტეგრირების საშუალებას იძლევა.

ეკრანი, აუდიო სისტემა და სხვა ჭკვიანი ფუნქციები კერამიკული ზედაპირის უკან ისე თავსდება, რომ თვალისთვის უხილავია. ისინი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში აქტიურდება.
მაგალითად, მონიტორი კერამიკულ ფილასთან ინტეგრირდება. როცა ტელევიზორი გათიშულია, შავი ეკრანის ნაცვლად, შესაძლებელია ზუსტად იმ ფილის დიზაინის გაგრძელება გამოჩნდეს, რა ფილაც ირგვლივ კედელზეა გამოყენებული. შედეგად, ერთიანი დიზაინი იქმნება.
კერამიკული ფილა აუდიო სისტემის ფუნქციასაც ასრულებს. სპეციალური ტექნოლოგიის საშუალებით თავად ზედაპირი ვიბრირებს და ხმის წყაროდ იქცევა.
გარდა ამისა, ფილაში ჩაშენებულია ვებპროგრამა, რომელიც სახლის საერთო ჭკვიან სისტემებს მარტივად უკავშირდება.
რაც მთავარია, შეგიძლიათ ფილა თქვენს ინტერესებს მოარგოთ და ის მოწყობილობები ჩააშენოთ, რომლებიც გჭირდებათ.
VIDEO LINK
ეს ტექნოლოგია კერამიკული ფილების დამზადებისას წყლის ბაზაზე შექმნილი საღებავებისა და მასალების გამოყენებას გულისხმობს. ხანგრძლივი კვლევისა და ოპტიმიზაციის შედეგად, ეს მიდგომა უკვე ორ ახალ საწარმოო ხაზშია დანერგილი.
წყლის ბაზაზე შექმნილი მასალები საგრძნობლად აუმჯობესებს კერამიკის ვიზუალურ მახასიათებლებს - უკეთ გამოკვეთს ტექსტურას, სიღრმესა და ფერთა ინტენსივობას.

Iris Ceramica Group-ის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დიზაინისა და ტექნოლოგიის გაერთიანებაა.
კომპანია მუდმივად ავითარებს დიდი ფორმატის ზედაპირებს, მსუბუქ ფილებსა და ბუნებრივი მასალების იმიტაციებს, რომლებიც ვიზუალურად მარმარილოს, ქვისა და სხვა ძვირფასი ქვების იდენტურია.
ბრენდმა ერთ-ერთმა პირველმა დაამკვიდრა ბაზარზე დიდი ფორმატის კერამოგრანიტის ფილები, რომლებიც მსუბუქი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მტკიცეა. მათი ზომებია 300x150, 300x100, 270x120, ხოლო სისქე 6 მმ-ია. სწორედ ეს გაძლევთ უსაზღვრო თავისუფლებას, რომ მონოლითური ზედაპირები გქონდეთ.
SapienStone არის ბრენდი, რომელმაც სამზარეულოს ზედაპირების კონცეფცია მნიშვნელოვნად შეცვალა. ამ ტიპის კერამიკული ზედაპირი იმდენად ჰიგიენური და ჯანსაღია, რომ შესაძლებელია საკვების პირდაპირ ზედაპირზე მოთავსება და მომზადება. მასალა არ იწოვს სითხეებს და მასში ბაქტერიები არ გროვდება. შესაბამისად, ყოველდღიური გამოყენებისთვის ძალიან პრაქტიკულია.

ფილაზე შესაძლებელია ინდუქციური ქურა უხილავად დამონტაჟდეს. რაც იმას ნიშნავს, რომ ზედაპირი მონოლითური იქნება და ქურის მდებარეობა არ გამოჩნდება. ის მხოლოდ მაშინ ჩაირთვება, როდესაც მასზე ქვაბი დაიდგმება.
ინდუქციური ელემენტები დამონტაჟებულია კერამიკული ფილის ქვეშ და ელექტრომაგნიტური ველის მეშვეობით პირდაპირ ჭურჭელს აცხელებს, ხოლო ზედაპირი მინიმალურ ტემპერატურას ინარჩუნებს.

კერამიკული ზედაპირები ინტერიერსა და ექსტერიერში გამოიყენება. მათ შორის, იატაკზე, კედლებსა და ჭერზეც კი.

Iris Ceramica Group-ის პრემუმ ბრენდების კერამიკული ფილები თანამედროვე დიზაინით, მაღალი ხარისხით, გამძლეობითა და ინოვაციურობით გამოირჩევა. თანამედროვე ტექნოლოგიები კერამიკას კიდევ უფრო ფუნქციურ და მრავლისმომცველ მასალად აქცევს.
სასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ თქვენ ამ ინოვაციური ფილების საკუთარ სახლებში გამოყენება შეგიძლიათ. მრავალფეროვანი დიზაინი, ფორმატები და ფუნქციური გადაწყვეტები საშუალებას გაძლევთ, კერამიკული ფილა სხვადასხვა ტიპის სივრცესა და ინტერიერს მოარგოთ.
ისეთი პრემიუმ ბრენდების კოლექციები, როგორებიცაა: Fiandre, Ariostea, FMG, Iris Ceramica და SapienStone ყველგან ხელმისაწვდომი არ არის.
საქართველოში მომხმარებელს მათი შეძენა ბელ მეზონში შეუძლია. ჩვენთან ხარისხი და ავთენტურობა გარანტირებულია, რადგან Iris Ceramica Group-ის ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორები ვართ. შოურუმში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების მრავალფეროვანი კოლექციები, სადაც თქვენი გემოვნებისა და სტილის შესაბამისი მასალის შეძენა შეგიძლიათ.
აირჩიეთ მასალა, რომელიც საოცრად ფუნქციური, უსაფრთხო და ლამაზია. ამ კერამიკულ ფილებს სივრცეში საოცარი ხასიათის შეტანა შეუძლიათ - ისეთის, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია.
86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო
ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00