Belle Maison-ში გაიმართა მსოფლიოს წამყვანი პრემიუმ ავეჯის ბრენდების პრეზენტაცია — ბრენდების, რომლებიც ტრენდს ქმნიან და მომავალის დიზაინს აყალიბებენ საუკეთესო საერთაშორისო დიზაინერებთან თანამშრომლობით.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ არქიტექტორები და ინტერიერის დიზაინერები. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ახლოს გაცნობოდნენ Belle Maison-ის ექსკლუზიურ ბრენდებს — Baxter, Flexform, Rimadesio, Porro და Flou, რომელთა ოფიციალური შოურუმებიც მხოლოდ ჩვენთან არის წარმოდგენილი. შეხვედრაზე განხილული იყო 2025 წლის დიზაინის ახალი ტენდენციები, ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები და უმაღლესი ხარისხის, სრულად იტალიური მასალები, რომლებიც გამოიყენება ავეჯის წარმოებაში. სტუმრებს ასევე მიეცათ შესაძლებლობა უშუალოდ ადგილზე გაცნობოდნენ ამ მასალებს — შეეხოთ, შეეგრძნოთ და თავად აღმოეჩინათ მათი უნიკალური მახასიათებლები.
პრეზენტაციის მიზანს წარმოადგენდა ახალი ერთობლივი ინიციატივების დაგეგმვა და იმ მჭიდრო კომუნიკაციაზე ხაზგასმა, რომელიც არქიტექტორებს, დიზაინერებსა და Belle Maison-ს აერთიანებს.
86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო
Tel: +995 32 220 13 13
ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00