Belle Maison-ის პრეზენტაციების სერიაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ჩვენს ექსკლუზიურ იტალირუ პრემიუმ ბრენდს – Iris Ceramica Group-ს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად არის აღიარებული კერამიკული ფილების წარმოებაში. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ჯგუფის ყველა ბრენდი: Ariostea, Fiandre, FMG, Iris Ceramica და SapienStone, რომელიც სპეციალიზებულია სამზარეულოს ზედაპირების მიმართულებით.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ დიზაინერები და არქიტექტორები. შეხვედრაზე განხილული იყო Iris Ceramica Group-ის ინოვაციები, უახლესი ტექნოლოგიები და კოლექციები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო Belle Maison-ში ადგილზე არსებულ კოლექციებს და იმ ფაქტს, რომ ჩვენ საქართველოში კერამიკული ფილების ყველაზე დიდი მარაგი გვაქვს, რომელიც ათასობით კვადრატულ მეტრს მოიცავს. ამით Belle Maison მომხმარებლებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას – შეიძინონ ნებისმიერი ფორმის, ფერის, ტექსტურისა თუ ფორმატის ფილა საუკეთესო ფასად, ადგილზე, მყისიერად, ყოველგვარი ლოდინის გარეშე.
პრეზენტაციის მიზანს წარმოადგენდა ახალი ერთობლივი ინიციატივების დაგეგმვა და იმ მჭიდრო კომუნიკაციაზე ხაზგასმა, რომელიც არქიტექტორებს, დიზაინერებსა და Belle Maison-ს აერთიანებს.
86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო
Tel: +995 32 220 13 13
ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00