Zehnder presentation 1

Zehnder presentation

Scroll Down

Zehnder presentation

ბელ მეზონის პრეზენტაციების სერიის მეორე შეხვედრა სრულად მიეძღვნა გერმანულ ბრენდ Zehnder-ს. უკვე მრავალი წელია, კომპანია, რომელიც გათბობის სისტემებში მსოფლიოს ლიდერია, ბელ მეზონის ექსკლუზიური პარტნიორია. სწორედ აქ, Belle Maison-ში ფუნქციონირებს მისი ოფიციალური შოურუმიც საქართველოში.  
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული არქიტექტორები და დიზაინერები. პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა ბრენდის მთავარ ღირებულებებზე, ინოვაციებზე, მის მთავარ, უნიკალურ ტექნოლოგიებზე და გათბობის სისტემების ეკოლოგიურობის მნიშვნელობაზე, ასევე უმაღლეს ხარისხსა და დიზიანერული გადაწყვეტილებების მრავალფეროვნებაზე. დამსწრეებმა ისაუბრეს როგორც საერთაშორისო, ასევე საქართველოში უკვე განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე. 
 
პრეზენტაციის მიზანი იყო ახალი ერთობლივი ინიციატივების დაგეგმვა და იმ მჭიდრო თანამშრომლობაზე ხაზგასმა, რომელიც აერთიანებს არქიტექტორებს, დიზაინერებსა და Belle Maison-ს.

გვეწვიეთ შოურუმში

86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო

სამუშაო საათები

ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00