ბელ მეზონში პრეზენტაციების სერია Villeroy & Boch-ის ბრენდით გაიხსნა.
2025 წლის მაისში, ბელ მეზონში ახალი პრეზენტაციების სერია დაიწყო. პირველი შეხვედრა ეძღვნებოდა გერმანულ პრემიუმ ბრენდს — Villeroy & Boch, რომელიც ბელ მეზონის ექსკლუზიური პარტნიორია და უკვე მრავალი წელია Villeroy & Boch - ის ოფიციალური შოურუმი ჩვენს სივრცეში წარმატებით ფუნქციონირებს.
ღონისძიებას დაესწრნენ მოწვეული დიზაინერები და არქიტექტორები. პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა ბრენდის მთავარ ღირებულებებზე, ინოვაციებზე, ტექნოლოგიებზე, ხარისხიზე და დიზაინის თანამედროვე ხედვაზე. ასევე წარდგენილი იყო Villeroy & Boch - ის 2025 წლის სიახლეები და განხილულ იქნა, როგორც მსოფლიოში ასევე საქართველოში უკვე განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები.
პრეზენტაციის მიზანს წარმოადგენდა ახალი ერთობლივი ინიციატივების დაგეგმვა და იმ მჭიდრო კომუნიკაციაზე ხაზგასმა, რომელიც არქიტექტორებს, დიზაინერებსა და Belle Maison-ს აერთიანებს.
86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო
Tel: +995 32 220 13 13
ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00