Listone Giordano Conte ალექსანდრ ბრენერის მიერ შექმნილი პარკეტია, რომელიც კლასიკურ მუხას სრულიად ახლებური ხედვით უყურებს. დიზაინი შთაგონებულია ძველი რომაული „Opus incertum“-ით – სხვადასხვა ზომის, არათანაბრად განლაგებული ელემენტებით, სადაც მთავარი არის მასალის პატივისცემა და ბუნებრივი რესურსის გონიერი გამოყენება.
Conte აერთიანებს კვადრატულ და მართკუთხა ფორმატებს, რომლებიც სივრცეში არც ერთ მიმართულებას არ ქმნის ნაძალადევად - იატაკი თავისუფლად გადადის ოთახიდან ოთახში და ქმნის მშვიდ, მუდმივ რიტმს. მუხის ნატურალური ნაკაწრები და ბოჭკოები სხვადასხვაგვარად იკითხება თითოეულ ელემენტზე, რის შედეგადაც იატაკი ცოცხალ, მაგრამ არა - გადაჭარბებულ გრაფიკულ ეფექტს იძენს.
Rovere Civita 1695-ის თბილი ტონი Conte-ს იდეალურს ხდის როგორც თანამედროვე, მინიმალისტური ინტერიერებისთვის, ისე უფრო კლასიკური არქიტექტურისთვის. ეს პარკერი ისეთ სივრცეებისთვისაა, სადაც დეტალების სწორი პროპორციები, სიმარტივე და ბუნებრივი ხე ერთ მთლიან, თანმიმდევრულ სურათს ქმნის.
86, ა. ბელიაშვილის ქ., 0159 თბილისი, საქართველო
Tel: +995 32 220 13 13
ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00